პედაგოგირი პრაქტიკის კვლევის ანგარიში იხილეთ აქ
პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიში
მათემატიკას
სწორედ იმიტომ უნდა შესწავლა, რომ მას ჭკუა წესრიგში მოჰყავს
„მიხეილ ლომონოსოვი“
ტრანსფერის
უნარის
განვითარების ხელშეწყობა
სსიპ მარტვილის მუნიციპალიტეტის
II ნამიკოლაოს
საჯარო
სკოლის მათემატიკის მასწავლების შორენა ფხალაძისა და სულიკო იობიძის პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიში.
თემა:
პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიში ტრანსფერის უნარის განვითარების ხელშეწყობა XI-XII კლასებში მათემატიკაში. 2018-2019 სასწავლო წელი.
სარჩევი:
1. შესავალი----------------------------------------------------------------------- 2
2. თემის აქტუალობა------------------------------------------------------------ 2
3. პრობლემის ანალიზი--------------------------------------------------------- 3
4.
კვლევის მიზანი------------------------------------------------------------- 4-5
5.
ლიტერატურის მიმოხილვა------------------------------------------------ 5-5
6. მეთოდოლოგია-----------------------------------------------------------6-15
7. კვლევის გეგმა------------------------------------------------------------------ 16
8 .მოსწავლეთა ფოკუსჯგუფი--------------------------------------------------- 17
9. მასწავლებელთა ფოკუსჯგუფი------------------------------------------- 18-22
10. მონაცემთა ანალიზი------------------------------------------------------ 23-25
11. კვლევის მოგნებები----------------------------------------------------------- 26
12. შესაძლო ინტერვენციები------------------------------------------------ 27-28
13. განხორციელებული ცვლილებები------------------------------------- 28-31
14. ინტერვენციის
შეფასება----------------------------------------------------- 32
15. განმეორებითი ტესტი-------------------------------------------------------- 33
16. შეზღუდვები------------------------------------------------------------------- 38
17.რეკომენდაციები-------------------------------------------------------------39-40
18.დასკვნა---------------------------------------------------------------------- 40-41
19. გამოყენებული ლიტერატურა---------------------------------------------- 42
20. დანართები------------------------------------------------------------------42-73
21. რეფლექსია----------------------------------------------------------------------74
შესავალი
წინამდებარე ნაშრომი წარმოადგენს
პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიშს თემაზე: ტრანსფერის უნარის
განვითარების ხელშეწყობა,
კვლევა მიმდინარეობდა 2018წლის დეკემბრიდან
2019წლის ივნისამდე. მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ II ნამიკოლაოს
საჯარო სკოლის XI და
XII კლასებში მათემატიკის მასწავლებლების მიერ. (სულიკო
იობიძე და შორენა
ფხალაძე)
მიუხედა ვად იმისა, რომ საკვლევი თემა ერთნაირია
და რიგი საკითხები კვლევის
ანგარიშში თანხვედრაშია(ლიტერატურა,მეთოდოლოგია). არის რიგი
საკითხები სადაც ერთმანეთისაგან დამოუკიდებლია
და განსხვავებული ა ( მაგ.
პრობლემის ანალიზი , მონაცემთა
ანალიზი, ინტერვენციები.)
გარკვეული დროის განმავლობაში ვაკვირდებოდით
ჩვენი პედაგოგიურ საქმიანობას
და პრაქტიკას სისტემატიურად. ვინიშნავდით
მოსწავლეები თუ რამდენად
ახერხებდნენ თეორიული ცოდნის
პრაქტიკაში გამოყენებას, როგორი
იყო მათი აკადემიური
მოსწრება. ვ უზიარებდით ერთმანეთს. ყველაზე
მწვავედ გამოხატული დ ა დინამიკაში გამეორებადი
აღმოჩნდა თეორიული ცოდნის
პრაქტიკაში გამოყენების საკითხი.
ეს პრობლემა გამოიკვეთა
ორივე კლასში თანაბრად,
არა მარტო მათემატიკაში , არამედ დანარჩენ
დისციპლინებში. ამიტომაც გადავწყვიტეთ
ჩაგვეტარებინა პედაგოგიური პრაქტიკის
კვლევა თემაზე: ტრანსფერის
უნარის განვითარების ხელშეწყობა.
ამისათვის მოვიძიეთ კვლევის რამოდენიმე
ნიმუში, ლიტერატურა და ვეცადეთ
მოგვერგო ჩვენი საკვლევი თემისათვის.
თემის აქტუალობა
21-ე საუკუნის განათლებაში,
სასკოლო სივრცეში, უმნიშვნოლოვანესი კომპონენტი, რომელიც მოზარდს
უნდა ჰქონდეს არის,
არსებული ცოდნის გამოყენება სხვადასხვა მიმართულებით. ე, ი. ტრანსფერი.
თემა აქტუალურია იმიტომ, რომ ტრანსფერის
უნარზეა დამოკიდებული თანამედროვე
ცხოვრების რიტმი. მიმდინარე მოვლენები
კი ხელს უწყობს
და გარდაუალს ხდის: ეკონომიკასა
და კულტურაში მოვიდნენ
ახალგაზრდები რომლებსაც შეუძლიათ თავიანთი
ცოდნის დამოუკიდებლად გამოყენება.
ტრანსფერის უნარის განვითარება
გულისხმობს გამოსავლის მუდმივ
ძიებას წიგნებსა თუ ინტერნეტ სივრცეში,
წაკითხულ თუ გაგონილ
რჩევებში. ამიტომაც ამ უნარის განვითარება მოსწავლეებში
ერთ- ერთი პიორიტეტული მიმართულებაა.
ტრანსფერის უნარი, ხომ დამოუკიდებელი აზროვნებაა
რისი ძირითადი საფუძველი
არსებული ცოდნის გამოყენებაა.
ჰქონდეს ტრანსფერის უნარი ეს ნიშნავს:
# გამოამჟღავნო ლოგიკური
აზროვნებისა და მსჯელობის უნარი.
#გქონდეს ალტერნატივების დანახვის
და გაგების უნარი.
#გაგაჩნდეს კამათისა და დისკუსიის
მოთხოვნილება.
# ჩამოაყალიბებული ლოგიკურ
საუძველზე დაფუძვნებული შეხედულებები.
# დასვა კითხვები ვინ ვარ, რატომ ვარ.
XXI საუკუნეში კაცობრიობა
განვითარების ახალ სტადიაზე
გადავიდა. მეცნიერება, პოლიტიკოსები, პედაგოგები სულ უფრო
ხშირად საუბრობენ საინფორმაციო
ერაზე, რომელმაც ადამიანისაგან
ახალი უნარების განვითარება
მოითხოვა. გამომდინარე აქედან
21-ე საუკუნის ახალგაზრდებს
უნდა ჰქონდეთ აზროვნების ზედადონის და 21-ე
საუკუნის უნარ-ჩვევები., კვლევის საბაზისო
უნარ ჩვევა, ინტერნეტში
მუშაობის უნარი. ასევე უნდა შეეძლოთ თავიანთი ცოდნის
(*მათემატიკა) გამოყენება ხელოვნებასა და ბუნებაში,
მონაცემთა კლასიფიკაცია, დამუშავება
და შესაბამისი დასკვნების
გაკეთება.
თემა აქტუალურია იმითაც , რომ
როცა მოსწავლეს შეუძლია
ცოდნის ტრანსფერი ე.ი. სხვა საგანში ან სკოლის გარეთ გამოყ
ენება ამ დროს იზრდება
მოსწავლის შინაგანი
მოტივაცია, ცოდნა და უნარები, ხდება მოქნილი და ადვილად შეუძლია
პრობლემის
გადაჭრა.
თემა გამომდინარეობს და თანხვედრაშია ესგ -სთან.
პრობლემის ანალიზი
პრაქტიკული კვლევა ჩატარდა II ნამიკოლაოს საჯარო სკოლის XI-XII კლასებში.ჩვენს მიერ ჩატარებული კვლევა გამომდინარეობს
აღნიშნულ კლასებში მათემატიკის სწავლების საჭიროებიდან.
პრობლემა მდგომარეობს
შემდეგში: მოსწავლეთა უმრავლესობა ვერ ახერხებს ცოდნის ტრანსფერს.
ეს კლასები შევარჩიეთ
იმიტომ, რომ ამ ასაკში განვითარების პროცესში მყოფი მოზარდის გონება იწყებს ზოგადი
კონცეფციებით აბსტრაქტული სამყაროს შექმნას და რეალობის ახლებურად აღქმას. ტრანსფერი
კი ისეთი ბაზისია, რომელიც ეხმარება მასწავლებელს გააღვივოს მოსწავლეში სწავლის მიმართ
ინტერესი, რის შედეგადაც ხდება მოსწავლეების აკადემიური მოსწრების და ზოგადად სწავლის
პროცესის თვისობრივი გაუმჯობესება. შედეგად კი მოყვება მოსწავლეებში მაღალი სააზროვნო
უნარების განვითარება.
პრობლემის ანალიზმა
დაგვანახა:
1.
მოსწავლეები ვერ ხედავენ შეძენილი ცოდნის გამოყენებას
ყოველდღიურ ცხოვრებაში; ისინი ვერ იგებენ, რომ კვლევა-ძიება ხდება ადამიანთა ცხოვრების გასაუმჯობესებლად.კვლევათა
შედეგები ინერგება ყოფა-ცხოვრებაში იმისათვის, რომ მოხდეს ჩვენი საცხოვრებელი გარემოს
სრულყოფა.
2.
XI კლასის მოსწავლეთა უმეტესობა ვერ ახერხებს თეორიული ნაწილის გამოყენებას პრაქტიკაში,რაც
გამოვლინდა ტესტირების დროს.
3.
მოსწავლეთა დიდი ნაწილი მე-12 კლასში ვერ ახერხებს იმის გააზრებას, თუ რა პრობლემის წინაშე
დგას. ვერ ითავისებენ,რომ მათემატიკის ცოდნა საჭიროა ინვესტიციების დაგეგმვისას.
4.
მოსწავლეთა ნაწილი გავარჯიშების შემდეგ ხსნის ამოცანებს,
მაგრამ ამ ცოდნის გადატანს ყოველდღიურ ყოფა-ცხოვრებაში ვერ ახერხებს. ( მაგალითად,
ვერ გამოთვლის თავისი სახლის იატაკს რამდენი ლიტრი საღებავი ეყოფა ან რამდენს იხდის
პროცენტს ბანკში ყოველთვიურად და ა.შ. ეს გამოვლინდა როგორც მე-11, ისე მე-12 კლასებში).
5.
არიან მოსწავლეები, რომლებიც ხედავენ რაღაც პრობლემას,
მაგრამ პასუხისმგებლობას გაურბიან ან ვერ იღებენ
საკუთარ თავზე. მაგალითად იციან ამ პრობლემის გადაჭრის გზები, მაგრამ მის აღმოსაფხვრელად
არაფერს აკეთებენ. ასეთი მოსწავლეები არიან როგორც მე-11, ისე მე-12 კლასში.
6.
ა) მასწავლებელი სულიკო იობიძე პრობლემის ანალიზის
შედეგად ასკვნის, რომ მე-11 კლასში გეომეტრიული და საბუნებისმეტყველო პრობლემების გადაჭრისას
მოსწავლეებს არ შეუძლიათ ვექტორებზე ოპერაციების შესრულება და მათი გამოყენება.
ბ) შეუძლიათ მე-11 კლასელებს ვექტორებზე გეომეტრიული
და ფიზიკური ინტერპრეტაცია, მაგრამ უჭირთ სივრცული კოორდინატების გამოყენება.
გ) მოსწავლეებს გაუძნელდათ სივრცული ფიგურის შესასწავლად ფიგურის კვეთებისა და გეგმილების გამოყენება
7.
ა) მასწავლებელი შორენა ფხალაძე პრობლემის ანალიზის
შედეგად ასკვნის, რომ მე-12 კლასის მოსწავლეებს უჭირს პრაქტიკული საქმიანობიდან მომდინარე
პრობლემის გადაწყვეტა.
ბ) მოსწავლეებს შეუძლიათ მსჯელობა-დამტკიცების პროცესის
წარმართვა, მაგრამ ვერ ახერხებენ შედეგის ანალიზს.
გ) მოსწავლეები ახასიათებენ გეომეტრიულ გარდაქმნებს,
მაგრამ ვერ იყენებენ პრობლემის გადაჭრისას.
ვიმედოვნებთ, რომ
ჩვენს მიერ ჩატარებული პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის შემდეგ მასწავლებლები უფრო მეტ დროს დაუთმობენ,
მოსწავლეებს ასწავლონ თეორიული მასალის პრაქტიკაში გამოყენება, დაგეგმავენ ამ კუთხით
გაკვეთილებს, ჩაატარებენ ინტეგრირებულ გაკვეთილს, დაესწრებიან კოლეგებს გაკვეთილზე, ჩ აატარებენ პრობლემაზე ორიენტირებულ გაკვეთილს.
ეს ყველაფერი კი უფრო სახალისოს, საინტერესოს და შედეგიანს გახდის სასწავლო პროცესს,
აამაღლებს მოსწავლეთა მოტივაციას და აკადემიურ მოსწრებას, რის შედეგადაც, სასკოლო საზოგადოება
დარჩება კმაყოფილი შედეგით.
კვლევის მიზანი
დადგინდეს და გაანალიზდეს პრობლემის გამომწვევი
მიზეზი,რაც ხელს უშლის მოსწავლეს ტრანსფერის უნარის განვითარებასა და განხორციელებაში.
ამისათვის საჭიროა:
1. მოსწავლეებში ტრანსფერის
უნარის დაბალი დონის გამომწვევი მიზეზების დადგენა;
2.
მოსწავლეებში
ტრანსფერის უნარის განვითარების ხელშეწყობა;
3. შესაბამისი
ინტერვენციების დაგეგმვა,
განხორციელება და შეფასება
ლიტერატურის
მიმოხილვა
არსებობს კომპეტენციები, რომელთა ფლობა
გადამწყვეტია თანამედროვე სამყაროში, რათა ადამიანმა თვითრეალიზება და საზოგადოებაში
ადგილის დამკვიდრება შეძლოს. ამ კომპეტენციების დაუფლება სკოლიდან იწყება და ამას ხელს უწყობს
მეტაკურიკულუმი. ამ ტერმინით
აღინიშნება ის სასწავლო
მიზნები, რომლებიც საერთოა სკოლებში სხვადასხვა საგნის სწავლებისას. ამასთან,
მეტაკურიკულუმი სხვადასხვა საგნის დასაუფლებლად საჭირო ზოგად უნარ- ჩვევებსაც აერთიანებს.
ის ხელს უწყობს პრაქტიკული თუ სიმბოლური აზროვნების განვითარებას, სწავლის ჩვევების
გამომუშავებას (იმის სწავლებას, როგორ უნდა ისწავლოს მოსწავლემ უკეთესად), აზროვნების
სხვადასხვა დონის, ინოვაციური და ტრანსფერული (გადატანითი) უნარ-ჩვევების განვითარებას
პედაგოგის, ჩიკაგოს უნივერსიტეტის
პროფესორის ბ. ბლუმის (1913—1999) თეორიის მიხედვით, გამოყოფენ აზროვნების შემდეგ დონეებს: ცოდნა, გაგება, გამოყენება, ანალიზი, სინთეზი და შეფასება.
აზროვნების ეს დონეები საფეხურებს
ქმნიან, სადაც ყოველი მომდევნო დონე უფრო რთულდება და მოიცავს ერთ ან რამდენიმე წინა
დონეს. ცოდნა, გაგება და გამოყენება აზროვნების ქვედა დონეში მოიაზრება, ხოლო ანალიზი, სინთეზი და
შეფასება კი — აზროვნების ზედა დონეში.ბენჟამინ ბლუმის მიხედვით, გამოყენება განიხილება, როგორც აზროვნების ქვედა
დონის უნარ-ჩვევა
და ზოგადად, იგი გულისხმობს ადრე ათვისებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას;
კერძოდ:
·
ცოდნის სხვადასხვა სიტუაციაში (კონტექსტში) მოხმარებას;
·
მოდელის მიხედვით (ნასწავლი წესის მიხედვით) დავალების, სამუშაოს შესრულებას;
·
პროცედურის განხორციელებას;
·
კანონზომიერების მოქმედების ფარგლების განსაზღვრას.
ვფიქრობთ და ამ ფიქრს
გვიმყარებს განათლების მკვლევართა მოსაზრებები (რომელსაც ქვემოთ მიმოვიხილავთ) რომ უმნიშვნელოვანესია ცოდნის
სხვადასხვა სიტუაციაში (კონტექსტში) მოხმარება – ტრანსფერი .კვლევები მოწმობს, რომ ტრანსფერის უნარი
არ არის თანდაყოლილი და არც თავისთავად ვითარდება. სასკოლო ცხოვრების განმავლობაში
ჩვენ უნდა დავეხმაროთ მოსწავლეებს ამ
უნარის შეძენაში, რათა შეძლონ სკოლაში მიღებული ცოდნის გამოყენება სრულიად განსხვავებულ ვითარებაშიც, რომელიც ჯერ არ მომხდარა.
ცნობილია,რომ ეფექტური სწავლა-სწავლების პროცესი მოსწავლეს სამი სახის ცოდნით
უზრუნველყოფს:
1. სტატიკური ანუ დეკლარაციულია ცოდნა, როცა მოსწავლემ იცის წესები, კანონები,
ცნებების განმარტებები, ფორმულები (მაგალითად, ზმნის განმარტება, წილადების შეკრების
წესი, სიჩქარის გამოსათვლელი ფორმულა);
2. დინამიკური ანუ პროცედურულია ცოდნა, რომელიც
მოსწავლეს ცოდნის გამოყენების, რეალიზების საშუალებას აძლევს (მაგალითად, თუ ის წილადების
შეკრების წესის გამოყენებით ხსნის მაგალითებს);
3. ფუნქციური ანუ ტრანსფერულია ცოდნა, რომელიც
მოსწავლეს საშუალებას აძლევს, თავისი ცოდნა ადეკვატურად გამოიყენოს სხვადასხვა კონტექსტში,
მოახდინოს ცოდნის გადატანა ანუ ტრანსფერი.ტრანსფერი რომელიმე სიტუაციაში ნასწავლის
განსხვავებულ სიტუაციაში გამოყენებას ნიშნავს. დიმიტრი უზნაძის აზრით, აზროვნებას ახასიათებს
ტრანსპოზიციის/გადატანის უნარი. მას შემდეგ,
რაც მოსწავლე გადაჭრის
ერთ ამოცანას, მას უკვე აღარ უჭირს
ანალოგიური ამოცანის გადაჭრა: “აზროვნებას ერთხელ გადაჭრილი ამოცანის ხერხი ანალოგიურ
ახალ ამოცანაზე გადააქვს”.
. აუცილებელია
სასწავლო პროცესში საგანთაშორისი კავშირების დამყარებაც.
თუ ამოცანად იმას დავისახავთ, რომ მარტო ცოდნა
და უნარ-ჩვევები კი არ გადავცეთ მოსწავლეებს, არამედ
იმ იდეებითაც დავაინტერესოთ, რომლებიც მათ მიერ მიღებულ
ცოდნასა და განვითარებულ უნარ-ჩვევებს უდევს საფუძვლად, იმასაც შევძლებთ, სწავლების
პროცესი მათთვის უფრო მიმზიდველი და საინტერესო
გახდეს
ბოჭორიშვილი მ.(21.12.2012)
ტრანსფერული ცოდნის შეძენის პროცედურები და შესაბამისი მეთოდური ინსტრუმენტები. (გაზ.
mastsavlebeli.ge)
დევიდ პერკინსის ნაშრომებში ხშირად წავაწყდებით მნიშვნელოვან ინფორმაციას ტრანსფერის
შესახებ. ამ თემის გვერდის ავლით საგანმანათლებლო სწავლა- სწავლების პროცესი წარმოუდგენელია. ის ერთგვარი ბაზისია მოზარდთა და მოზრდილთა განათლებისთვის.
ტრანსფერს, ცნობიერად
თუ გაუცნობიერებლად, ხშირად ვიყენებთ. მას ვიყენებთ
ყველგან, სადაც კი გვჭირდება რაიმე ტიპის ცოდნა, უნარი, სტრატეგია. ტრანსფერი ხდება მაშინ, როდესაც ცოდნის ერთ სფეროს მეორესთან ვაკავშირებთ. ტრანსფერის უნარი რომ არა, კაცობრიობა ვერ მოახერხებდა წინსვლას, საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესებას, რადგან მას ყოველგვარ ვითარებაში ახალი ცოდნის მიღება დასჭირდებოდა.
მოსწავლეებს მათემატიკას
იმისთვის კი არ ვასწავლით, რომ მომავალშიც გააგრძელონ სავარჯიშოების შესრულება, მაგალითების
ამოხსნა, არამედ იმისთვის, რომ შეძლონ გადასახადების გააზრება, ოჯახის ბიუჯეტის გონივრულად
დაგეგმვა, საყიდლებზე სიარული, აითვისონ ინჯინერია ან სხვა პროფესია, რომლისთვისაც მატემატიკური საფუძვლები მნიშვნელოვანია; ტრანსფერის
მექანიზმი სხვადასხვაგვარია. არსებობს ახლო და შორი ტრანსფერი. მათ შორის საზღვარი
არც ისე მკაფიოა , მანძილი კი უმთავრესად იმაზეა დამოკიდებული, რამდენად განსხვავებულ
კონტექსტში ვიყენებთ ჩვენს ცოდნასა თუ უნარებს. ახლო ტრანსფერი, უხეშად რომ ვთქვათ,
ხდება მაშინ, როდესაც ახალ ცოდნას მსგავს გარემოში ვიშველიებთ. მაგალითად გამოდგება
ავტომობილის მართვა.
განსხვავებული მანქანის საჭესთან გადაჯდომა მართვის
უნარის ტრანსფერია, თუმცა მაინც მცირედ განსხვავდება კარგად ნაცნობი სიტუაციისგან.
ახლო ტრანსფერად შეგვიძლია ჩავთვალოდ საგნობრივი
უნარებიც, რომლებიც განსაზღვრული საგნის ფარგლებში მოიპოვება მოსწავლის არსენალში და რომლებსაც
იგი საჭიროებისამებრ იყენებს. საზოგადოდ, სასკოლო საგნობრივი დავალებები ერთმანეთის
მსგავსია და, ამდენად, ტრანსფერის განხორციელება შესაძლებელია.
შორი ტრანსფერის გამოყენება ხდება კონტექსტიდან
ძლიერ განსხვავებულ
სიტუაციაში. მაგალითად, თუ კარგად თამაშობ
ჭადრაკს, იგივე სტრატეგიები, რაც საჭადრაკო პარტიას სჭირდება, შეიძლება
ბიზნესშიც გამოიყენო.მიზანია.
რატიანი მ.
(6.09.2016) ტრანსფერის სწავლება (გაზ.mastsavlebeli.ge)
გაბრიელ სალომონისა და
დევიდ პერკინსის კვლევაში აღწერილია
ორი დონის ტრანსფერი: მაღალი და დაბალი. დაბალი დონის ტრანსფერი “მოიცავს
კარგად გავარჯიშებული უნარ-ჩვევების სპონტანურ, ავტომატურ ტრანსფერს და რეფლექსური აზროვნების მცირე მონაწილეობას”. მთავარი ამოსავალი წერტილი დაბალი დონის ტრანსფერთან მიმართებაში არის უნარ-ჩვევების
ხშირი ვარჯიში სხვადასხვა სიტუაციაში მანამ, სანამ შესრულება ავტომატური არ გახდება. ბრანსფორდი და შვარცი ასეთი სახის ტრანსფერს პირდაპირი
გამოყენების ტრანსფერს უწოდებენ.
მეორე მხრივ, მაღალი დონის ტრანსფერი გულისხმობს ერთ სიტუაციაში შესწავლილი აბსტრაქტული
ცოდნისა თუ სტრატეგიების გაცნობიერებულ გამოყენებას სხვა სიტუაციაში. ეს ორი გზით შეიძლება მოხდეს. პირველი, შესაძლოა ისწავლოთ
პრინციპი ან სტრატეგია მომავალში გამოყენების მიზნით
მაღალი დონის ტრანსფერის ძირითადი
მახასიათებელია დაკვირვებული აბსტრაქცია, ანუ პრინციპის, საკვანძო იდეის, სტრატეგიის ან პროცედურის გაცნობიერებული
იდენტიფიკაცია, რომელიც ერთ სპეციფიკურ პრობლემასა
თუ სიტუაციაზე კი არ არის მორგებული, არამედ მრავალს მიესადაგება. ამგვარი
აბსტრაქცია მეტაკოგნიტური ცოდნის ნაწილი ხდება, რაც, თავის
მხრივ, აუცილებელია მომავალში სწავლისა და პრობლემების გადაჭრისათვის. ბრანსფორდი და შვარცი ამატებენ კიდევ ერთ ძირითად ასპექტს – რესურსებით მდიდარ გარემოს, რომელიც ხელს უწყობს პროდუქტიულ და ეფექტიან ტრანსფერს.
ბერძენიშვილი ც.(24.11,2016)
სწავლება და ტრანსფერი (გაზ,mastsavlebeli.ge
ერიკ დე კორტის განმარტებით, ტრანსფერი
არის “კოგნიტური საშუალებებისა და მოტივაციის ეფექტიანი გამოყენება“. ტრანსფერის
აღნიშნული განმარტებიდან ჩანს, რომ აქცენტი კეთდება ახლის კეთებაზე (პროდუქტის
შექმნაზე) და არა მარტო წარსულში ნასწავლი ინსტრუმენტების გამოყენების გზების
გახსენებაზე. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ წარსულში მიღებული სწავლის გამოცდილება ყოველთვის
დადებით გავლენას როდი ახდენს მიმდინარე სწავლის პროცესზე. ფუნქციონალური ფიქსაცია
და პასუხთა სისტემა უარყოფითი ტრანსფერის ნათელი მაგალითია, რადგან ამ შემთხვევაში
მოსწავლეები ცნობილ, თუმცა იმავდროულად შეუსაბამო სტრატეგიებს იყენებენ ახალ სიტუაციაში.
ბოლო 100 წლის
მანძილზე ტრანსფერის ფენომენი განათლების ფსიქოლოგიის მკვლევართა ყურადღების საგანი
იყო. რასაკვირველია, ცოდნის, უნარ-ჩვევებისა და მოტივაციის ეფექტიანი გამოყენება
განათლების ფუნდამენტური მრავალწლიანი კვლევებისა და ექსპერიმენტების საფუძველზე დადასტურდა, რომ მართალია, მოსწავლეები ითვისებენ ახალ ცოდნას, პრობლემის გადაჭრის პროცედურებსა
და სწავლის სტრატეგიებს, მაგრამ, როგორც წესი, არ იყენებენ მათ ამა თუ
იმ სიტუაციაში შესაბამისი მითითებისა და რჩევის გარეშე. მაგალითად, კვლევაში, რომლის მიზანი იყო, დაედგინა, რამდენად სწორად იყენებს
და, საერთოდ, იყენებს თუ არა ადამიანი რეალურ ცხოვრებაში მათემატიკის
ცოდნას, დადგინდა, რომ საყოფაცხოვრებო პრობლემების მოგვარებისას, მაღაზიაში პროდუქტის შეძენისას და ა.შ. ადამიანები არ იყენებენ სკოლაში ნასწავლ
წესებს. ამის მიზეზი
ის არის, რომ სწავლის პროცესი
გარკვეულ პირობებზეა დამოკიდებული – სწავლა სპეციფიკურ სიტუაციაში ხორციელდება. ჩვენ ვსწავლობთ არა ზოგადი, ყოველმხრივი გადაჭრის გზას, რომელიც ნებისმიერ პრობლემას წაადგება, არამედ კონკრეტული პრობლემების გადაჭრის გზას. რაკი სწავლა ჩვენთვის
კონკრეტული პრობლემის გადაჭრის ინსტრუმენტია, თუ ისეთ პრობლემას გადავაწყდებით, რომელიც ზედაპირულად მაინც განსხვავებულად გვეჩვენება, შესაძლოა ვერ გავაცნობიეროთ
ცოდნის რელევანტურობა. როგორ შეიძლება დავრწმუნდეთ, რომ მოსწავლეები გამოიყენებენ
ნასწავლს განსხვავებულ სიტუაციაში?
რის სწავლა ღირს? უპირველეს ყოვლისა, პასუხი უნდა გავცეთ კითხვას: “რის
სწავლა ღირს?” ისეთი ძირითადი უნარ-ჩვევები, როგორიცაა კითხვა, წერა, კომპიუტერის ცოდნა, თანამშრომლობა და ლაპარაკი, შეიძლება ერთმნიშვნელოვნად გადატანილ იქნეს სხვა სიტუაციებშიც, რადგან ეს უნარ- ჩვევები აუცილებელია შემდგომი მუშაობისათვის როგორც სკოლაში, ისე მის გარეთ. ისინი საჭიროა, მაგალითად, სამუშაოს დასაწყებად, განაცხადის დასაწერად,
მასწავლებელმა ასევე უნდა იცოდეს, სავარაუდოდ, როგორი მომავალი ელის მის მოსწავლეებს, როგორც ჯგუფს, ისე თითოეულ მათგანს. უკვე ზრდასრულებს, რა მოთხოვნებს წაუყენებს მათ საზოგადოება? უდავოა, რომ თქვენს მოსწავლეებს უკიდურესი და არაპროგნოზირებადი ცვლილებები
ელით. სწორედ ამიტომ პრინციპების, დამოკიდებულებების, სწავლის სტრატეგიების, მოტივაციისა და პრობლემის გადაჭრის ზოგადი ტრანსფერი
ისეთივე აუცილებელი იქნება მათთვის, როგორც ძირითადი უნარ-ჩვევების სპეციფიკური ტრანსფერი.
რა დახმარება შეუძლია მასწავლებელს?
ერიკ დე კორტეს აზრით, მასწავლებელი ხელს უწყობს ტრანსფერს, კოგნიტური ინსტრუმენტებისა და მოტივაციის პროდუქტიულ
გამოყენებას, თუ სწავლება- სწავლის ქმედით გარემოს შემდეგი პრინციპების მიხედვით
ქმნის:
§
გარემომ
ხელი უნდა შეუწყოს კონსტრუქციული სწავლის პროცესს ყველა მოსწავლისათვის;
§
გარემომ
უნდა წაახალისოს მოსწავლის თვითრეგულაციის განვითარება, რათა მასწავლებელმა თანდათან
მეტი და მეტი პასუხისმგებლობა დააკისროს მოსწავლეებს. სწავლაში
ჩართული უნდა იყოს ინტერაქცია და თანამშრომლობა.
§
მოსწავლეები
ისეთ პრობლემებს უნდა ჭრიდნენ, რომელთაც მათთვის პიროვნული მნიშვნელობა აქვს, და რომელთა წინაშეც ისინი მომავალში აღმოჩნდებიან.
§
კლასის
კულტურამ ხელი უნდა შეუწყოს მოსწავლეებს, რომ მათ გააცნობიერონ და განავითარონ კოგნიტური და მოტივაციური
ჩვევები. იმისთვის, რომ მოსწავლეები ამ ინსტრუმენტების პროდუქტიული
მომხმარებლები გახდნენ, უნდა იცოდნენ მათი არსი და
ფასი.
არსებობს ტრანსფერის კიდევ ერთი
სახე, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოსწავლეებისათვის – სწავლის სტრატეგიების ტრანსფერი.
სტრატეგიების
ტრანსფერის ეტაპები. ზოგჯერ
მოსწავლეები ვერ აცნობიერებენ, რომ შესაძლებელია კონკრეტული სტრატეგიის ახალ სიტუაციაში გამოყენება, მათ არ იციან, როგორ მოახდინონ ამ სტრატეგიის ადაპტირება და მორგება კონკრეტულ
ახალ სიტუაციაზე. შესაძლოა ეს განპირობებული იყოს იმ შეხედულებით, რომ სტრატეგიის გამოყენებას დიდი დრო სჭირდება.
გარი ფაის აზრით, ადამიანი თვლის, რომ სწავლის სტრატეგიების ტრანსფერი ის ინსტრუმენტია, რომელიც აზრიანად უნდა გამოვიყენოთ აკადემიური პრობლემების გადასაჭრელად. ის სტრატეგიული ტრანსფერის ჩამოყალიბების სამ საფეხურს გამოყოფს. დაუფლების ფაზაში მოსწავლეებს
უნდა მივაწოდოთ ინფორმაცია არა მხოლოდ სტრატეგიის არსისა და მისი გამოყენების შესახებ, არამედ უნდა მივცეთ ერთგვარი რეპეტიციის საშუალებაც, რათა დაინახონ, როდის და როგორ შეიძლება ამ სტრატეგიის გამოყენება. მეორე
– ინფორმაციის შენახვის ფაზაში – მოსწავლეებს დიდ დახმარებას უწევს სტრატეგიების პრაქტიკული გამოყენება და უკუკავშირების
ანალიზი. ტრანსფერის ფაზაში მასწავლებელი მოსწავლეებს წარუდგენს ახალ პრობლემებს, რომელთა გადაჭრა, მიუხედავად მათი
ზედაპირული განსხვავებისა, ნასწავლი სტრატეგიის გამოყენებით შეიძლება. მოტივაციის ასამაღლებლად, მოსწავლეებს უნდა ავუხსნათ, რომ სტრატეგიების გამოყენება მრავალი პრობლემის
გადაჭრისა და დავალების შესრულების საწინდარია. აღნიშნული ეტაპები ეხმარება მოსწავლეს პროცედურული და პირობითი
ცოდნის დაუფლებაში, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსწავლეს ეცოდინება, როგორ, როდის და რატომ გამოიყენოს ესა თუ ის სტრატეგია.
ბერძენიშვილი ც.(24.11,2016) სწავლება და
ტრანსფერი (გაზ,mastsavlebeli.ge)
დავით პერკინსის აზრით, განათლების მთავარი
მიზანი უნდა იყოს მიღებული ცოდნის შენარჩუნება, მისი კარგად გაგება-გააზრება და ცოდნის
აქტიური გამოყენება. განათლების მეცნიერებაში მიღებულია აზრი, რომ მოსწავლეები ჯერ იძენენ ცოდნას და შემდეგ იწყებენ ფიქრს,
ხოლო პერკინსის აზრით,
მოსწავლეები მაშინ იძენენ ცოდნას,
როცა სწავლის პროცესში
ხდება მისი გააზრება.
მაშასადამე,
,,აზროვნება
კი არ მოსდევს ცოდნას, არამედ
ცოდნა მოსდევს აზროვნებას”;
დ. პერკინსი ყურადღებას ამახვილებს ოთხ ძირითად საკითხზე, რომელიც
მასწავლებელმა უნდა გაითვალისწინოს სასწავლო პროცესის დაგეგმვისა და წარმართვისას.მათგან
ერთ–ერთია ტრანსფერი.მისი მოსაზრება ასეთია დაეხმარეთ მოსწავლეებს ცოდნის გამოყენებაში.
მასწავლებელმა საგანგებო დრო და ყურადღება უნდა დაუთმოს მოსწავლეებში თეორიული ცოდნის
პრაქტიკაში გამოყენების/ტრანსფერის უნარის გამომუშავებას. მოსწავლე მაშინაა წარმატებული და მოქნილი აზროვნების მქონე,
თუ მას შეუძლია ერთგვარ სიტუაციაში ნასწავლის განსხვავებულ სიტუაციაში გამოყენება.
საჭიროა სწავლების სპეციალურად დაგეგმვა იმისათვის, რომ ტრანსფერი განხორციელდეს. ტრანსფერს
ხელს უწყობს შემდეგი პრინციპები:
ü ცოდნა, რომლის ტრანსფერიც ხდება, უნდა
იყოს მიზეზ-შედეგობრივი მიმართების შემცველი;
ü სწავლების პროცესში ყურადღება უნდა გამახვილდეს იმაზე, რომ შეძენილი
გამოცდილება შესაძლოა გამოყენებული იყოს სხვადასხვა სიტუაციაში;
ü სწავლის პროცესში მოსწავლემ უნდა აღმოაჩინოს ამოცანის გადაჭრის ძირითადი პრინციპები.
გამოყოფენ ტრანსფერის ორ ფორმას:
ü ერთ შემთხვევაში ტრანსფერი
ხორცილდება გაკვეთილზე განხილული თემის ანალოგიურ თემებთან – მასწავლებელი ეხმარება მოსწავლეებს ნასწავლი საკითხი დაუკავშიროს მსგავს თემებს სხვა სფეროში;
ü პრობლემაზე დაფუძნებული სწავლების
დროს მოსწავლეები იძენენ
ცოდნასა და უნარ-ჩვევებს, რომლებიც შეუძლიათ გამოიყენონ სხვა პრობლემის გადაჭრის
დროს. მაგალითად, მასწავლებელმა ასწავლა მოსწავლეებს ტექსტში მეტაფორებისა და შედარებების
ამოცნობა, იმავე ამოცანის შესრულება უნდა დაავალოს მოსწავლეს სხვა ტიპის ტექსტში.
ამ და სხვა პუბლიკაციებში ავტორების რჩევა შემდგია:გააცანით მოსწავლეებს თემის
მიღმა არსებული ლოგიკა. რაც არა მხოლოდ საინტერესოა, არამედ აადვილებს ამა თუ იმ თემის
შესწავლას, საკითხის სრულფასოვან წვდომას. მაგ. ბილიარდის თამაშის დროს ზუსტი დარტყმის
გამოთვლა შეიძლება ზუსტმათემატიკური ფორმულის გამოყენებით (ბურთის
წონა, მანძილი, დარტყმის სიძლიერე). მაშასადამე, მეცნიერული ცოდნის გამოყენება შესაძლებელია
ცხოვრების თითქმის ყველა ასპექტის გაუმჯობესებისთვის. მოვლენების სიღრმისეული
წვდომისთვის მნიშვნელოვანია, მოსწავლეებს ნათელი წარმოდგენა ჰქონდეთ მოვლენების უკან მდგარ პრინციპებზე, კანონზომიერებებზე.
დასახელებული ლიტერატურის გაცნობის და დამუშავების შემდეგ.მივედით
იმ დასკვნამდე ,რომ მასწავლებელმა ხელი უნდა შეუწყოს მოსწავლეს, რომ მან შეძენილი ცოდნა და
გამოცდილება
სხვადასხვა
შინაარსობრივ კონტექსტში გადაიტანოს და გამოიყენოს. აუცილებელია სასწავლო პროცესში საგანთაშორისი კავშირების დამყარებაც. ამ პრობლემის არსში
უკეთ გარკვევის მიზნით
ავირჩიეთ კვლევის სფერო გამოყენებითი ტრანსფერის ფორმა „ახლო ტრანსფერი“და გამოვკვეთეთ სამიზნე
ასაკობრივი ჯგუფი მე–11 ,მე–12 კლასი. ჩვენი არჩევანი
განპირობებულია მოსაზრებით, რომ პირველი რიგის პრობლემა არის„დაბალი დონის“ ტრანსფერი .ამაზე კვლევის
ყველა მონაწილე ერთმნიშვნელოვნად შევჯერდით,.მოზარდი განსაკუთრებით ამ ასაკში თუ გააცნობიერებს
,რომ მან შეძენილი ცოდნა და გამოცდილება აუცილებლად სხვადასხვა შინაარსობრივ კონტექსტში
გადაიტანოს და გამოიყენოს. ის სამომავლოდ აუცილებლად შეძლებს ამ ბაზისზე ისეთი ზედნაშენის დაშენებას,რომელიც
ემსახურება მაღალი დონის სააზროვნო უნარების განვითარებას,რაც თავის მხრივ, აუცილებელია მომავალში სწავლისა და პრობლემების გადაჭრისათვის.
მეთოდოლოგია
კვლევის გეგმა
ფოკუსჯგუფი მოსწავლეებთან
ფოკუსჯგუფი
მასწავლებლებთან
მონაცემთა ანალიზი
კვლევის მიგნებები
შესაძლო ინტერვენციები
განხორციელებული ცვლილებები
ინტერვენციის შეფასება
მეთოდოლოგია
ამ თავში განხილულია საკვლევი საკითხი და ქვეკითხვები.
მოცემულია კვლევის დიზაინი და კვლევის გეგმა.
წარმოდგენილია ინფორმაცია კვლევის ჯგუფის ჩამოყალიბების და მუშაობის ეტაპების შესახებ.
ასევე განხილულია კვლევისათვის მონაცემთა შეგროვების მეთოდები. პედაგოგთა ჯგუფმა საკვლევი
საკითხი შემდეგნაირად ჩამოვაყალიბეთ: „საგნობრივი ცოდნის ტრანსფერის პრობლემები მეთერთმეტე-მეთორმეტე კლასებში“. ჩვენი კვლევის მთავარი კითხვებია: რა არის მიზეზები, რომელთა გამოც მოსწავლეთა
უმრავლესობა საგნობრივი ცოდნის ტრანსფერს ვერ ახერხებს? როგორ შეიძლება შევუწყოთ ხელი
მოსწავლეებში ტრანსფერის უნარის განვითარებას?
კვლევის მიზნის მიღწევაში დაგვეხმარება შემდეგ
ქვეკითხვებზე/საკითხებზე პასუხის გაცემა:
პრობლემის გამომწვევი მიზეზები.
Ø
მასწავლებლის მიერ გამოყენებული მიდგომები
ახდენს თუ არა გავლენას პრობლემაზე?
Ø
იყენებენ თუ არა მასწავლებლები აქტივობებს/მეთოდებს,
რომელთა ფარგლებში მოსწავლე
დაინახავს საგანში მიღებული
ცოდნის პრაქტიკულ ღირებულებას?
Ø რა ტიპის აქტივობები/მეთოდები
უწყობს ხელს მოსწავლეებში
ტრანსფერის უნარის განვითერებას?
Ø როგორ შეიძლება გავაუმჯობესოთ
არსებული არასასურველი რეალობა?
კვლევის გეგმა
კვლევის სანდოობის გაზრდის მიზნით მონაცემთა
შეგროვების მეთოდებად გამოვიყენეთ სხვადასხვა მეთოდი: სადაიგნოსტიკო ტესტირება (პრე
და პოსტ), ფოკუსჯგუფი მასწავლებლებთან, ფოკუსჯგუფი მოსწავლეებთან და ფოკუსირებული დაკვირვება
გაკვეთილებზე.
ფოკუსჯგუფი მოსწავლეებთან
ფოკუსჯგუფი ჩატარდა XI-XIIკლასის მოსწავლეებთან. ზოგადად, ფოკუსჯგუფის დროს მასწავლებელს
საშუალება ეძლევა დაფიქრდეს, რატომ ფიქრობენ მოსწავლეები ამა თუ იმ საკითხზე ასე და
არა სხვაგვარად, გამოყოს ის საკითხები, რომელიც
შეიძლება არ მოვლენილიყო ფორმალიზებული ინტერვიუს დროს. ჩვენ შემთხვევაში, მოსწავლეებთა
ფოკუსჯგუფის მიზანი იყო გაგვეგო რამდენად
ხედავენ მოსწავლეები ცოდნის საჭიროებას და მის გამოყენების შესაძლებლობას ყოველდღიურ
ცხოვრებაში, ახერხებენ თუ არა ცოდნა გამოიყენონ სხვა შინაარსთან მიმართებაში, სხვა სიტუაციაში, წინააღმდეგ შემთხვევაში, რა უშლით ხელს
ზემოთ აღნიშნულის განხორციელებაში. აღნიშნულ კითხვებზე პასუხი დაგვეხმარება კვლევის
სწორად წარმართვაში.
ფოკუსჯგუფი
მასწავლებლებთან
ასევე ჩატარდა ფოკუსჯგუფი XI-XII კლასის სხვადასხვა
საგნის მასწავლებლებთან. ფოკუსჯგუფის დროს ხდება
აზრთა გაცვლა, ამ დროს
უკეთ ვლინდება რესპოდენტის დამოკიდებულება გარკვეული პრობლემისადი, მასწავლებლებთა
ფოკუსჯგუფის მიზანი იყო, გაგვეგო, რამდენად ახერხებენ მოსწავლეები მათ საგანში მიღებული
თეორიული ცოდნის გამოყენებას პრაქტიკაში, სხვა საგნებში ან სხვა შინაარსთან მიმართებაში.
რა მიდგომებს იყენებენ თავად მასწავლებლები მოსწავლეებში ამ უნარის განვითარებისათვის.
ძირითადად, რა პრობლემები ექმნებათ მოსწავლეებს ცოდნის ერთი სიტუაციიდან მეორე სიტუაციაში
გადატანის დროს. მასწავლებლებთან შეხვედრის შემდეგ შევჯერდით, რა არის გასაუმჯობესებელი
და რა შეიძლება იყოს აღნიშნული პრობლემის გამომწვევი მიზეზები და რა შეიძლებოდა მათი
მიდგომებიდან, წარმატებული პრაქტიკიდან
გაგვეზიარებინა ჩვენ და დაგვეგეგმა თუნდაც როგორც ინტერვენცია.
ტესტირება-ტესტირების
საშუალებით შესაძლებელია მოკლე დროში დიდი ჯგუფის შეფასება. მისი მეშვეობით მოწმდება
ათვისებული ცოდნა, დაუფლებული უნარები. სადიაგნოსტიკო ტესტის ( რომელიც კვლევის დასაწყისში
ჩავატარეთ), მიზანი იყო, დაგვედგინა, რამდენად შეუძლიათ მოსწავლეებს მათემატიკაში შეძენილი
ცოდნის გამოყენება ყოფა-ცხოვრებაში და სხვა დისციპლინებში. პოსტტესტის მიზანი იყო შეგვედარებინა
სემესტრის ბოლოს არსებული ვითარება სემესტრის დასაწყისის მდგომარეობას, რათა განგვესაზღვრა
რამდენად შეძლო ჩატარებულმა ინტერვენციებმა დასაწყისში ჩატარებული ტესტირების შედეგების
გაუმჯობესება.
ფოკუსირებული დაკვირვება
გაკვეთილზე- დავაკვირდით ქართულის მათემატიკის, ქიმიის
და ფიზიკის, ბიოლოგიის გაკვეთილებს XI-XII კლასებში. ასეთი
დაკვირვების დროს ხდება საკვლევი ობიექტის ორგანიზებული აღქმა. უშუალოდ საგაკვეთილო
პროცესში დავაკვირდით იყენებენ თუ არა მასწავლებლები აქტივობებს, რომელთა ფარგლებში მოსწავლე დაინახავს საგანში მიღებული ცოდნის პრაქტიკულ ღირებულებას. სწავლება მიმდინარეობს თუ არა
ისე, რომ მოზარდებმა საკუთარი ცოდნა
და უნარ–ჩვევები გამოიყენონ
სხვადასხვა სიტუაციაში. ქმნის თუ არა მასწავლებელი ცოდნის გადატანის მოდელებს
და როგორ. უზრუნველყოფს თუ არა მასწავლებელი ისეთი განხილვებს და ქმედებებს რომლებიც
ცოდნის გადატანას წაახალისებს როგორც მასწავლებელთან
ასევე ერთმანეთთან ურთიერთქმედების მეშვეობით, არის თუ არა მასწავლებლის მიერ გამოყენებული განმავითარებელი
შეფასება ეფექტური-აწვდის თუ არა მასწავლებელი მოსწავლეებს კონკრეტულ რეკომენდაციებს
იმ დროს, როდესაც მოსწავლეს უჭირს ცოდნის გადატანა ერთი სფეროდან მეორეში. რა შეიძლება
გაკეთდეს სხვანაირად, რომ მოსწავლემ უკეთ შეძლოს ცოდნის
ტრანსფერი.
მონაცემთა ანალიზი
მოსწავლეებთან ფოკუსჯგუფის შედეგების ანალიზისას
გამოვლინდა, რომ მოსწავლეების უმრავლესობას გაცნობიერებული აქვთ მათემატიკის საჭიროება
ყოველდღიურ ცხოვრებაში, ისინი
აღნიშნავენ, რომ მათ ფაქტობრივად მუდმივად უწევთ მათემატიკის გამოყენება არა
მხოლოდ ცხოვრებაში, არამედ სხვა საგნებშიც. მოიყვანეს მაგალითები მათემატიკისა და თითქმის
ყველა საგანს შორის კავშირის შესახებ,
მათ შორის ისაუბრეს, თუ როგორ იყენებენ
მათემატიკას არა მხოლოდ უშუალოდ მასთან დაკავშირებულ საგნებში,
არამედ ასევე მათემატიკისაგან რადიკალურად განსხვავებულ საგნებშიც, როგორიცაა მუსიკა,
ხელოვნება, ლიტერატურა ა.შ. აღნიშნეს რომ თითოეული საგნის მასწავლებელი, ხშირად ატარებს
ინტეგრირებულ გაკვეთილებს სხვადასხვა საგნებთან, რაც მათ საშუალებას აძლევთ ნათლად
დაინახონ საგანთა შორის კავშირი.
მიუხედავად იმისა, რომ მოსწავლეებს ესმით მათემატიკის
სწავლის აუცილებლობა, მათ უმრავლესობას მიაჩნია, რომ ცხოვრებაში საკმარისია მხოლოდ
ელემენტარული მათემატიკის ცოდნა და მაღალი კლასის მათემატიკა არაფერში გამოადგებათ,
თუ ტექნიკურ პროფესიას არ აირჩევენ.
მათემატიკის არასრულფასოვნად შესწავლის ერთ-ერთ
მიზეზად, მოსწავლეები, მათემატიკისადმი უინტერესობას ასახელებენ, ასევე იმასაც, რომ
მათემატიკა ერთმანეთზეა გადაჯაჭვული და ბევრ მათგანს სხვადასხვა მიზეზებით ჩავარდნილი
საკითხების გამო, უჭირთ რთული მასალის გაგება.
მოსწავლეთა სურვილები და მათ მიერ შემოთავაზებული პრობლემის გადაჭრის გზები მე-11 კლასში ( მასწავლებელი სულიკო იობიძე).
Ø
საგაკვეთილო პროცესში უფრო თვალნათლივ დაინახონ თეორიასა და პრაქტიკას შორის კავშირი.
Ø
ხშირად
ჩატარდეს ისეთი სასკოლო აქტივობები, რომელიც ხელს შეუწყობს თეორიულად მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას
.
Ø
გასვლითი გაკვეთილები, ისინი ფიქრობენ,
რომ ამ გზით მიღებული ცოდნა მათ აღარასოდეს დაავიწყდებათ.
Ø მეტი ყურადღება მივაქციოთ ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადას,
Ø ჩაუტარდეთ ერთობლივი გაკვეთილები
მე-11 და მე-12 კლასებში, სადაც
ექნებათ საშუალება გაუზიარონ ერთმანეთს საკუთარი
ცოდნა და გამოცდილება.
Ø გაიმართოს მეტი ღონისძიებები
და ვიქტორინები, რომლებშიც ჩართულები
იქნებიან არა მხოლოდ ისინი, ვინც მათემატიკა
კარგად იცის, არამედ ისინიც, ვისაც უჭირს მათემატიკის შესწავლა, ამით მათ გაუჩნდებათ
მეტი მოტივაცია უკეთესად სწავლისთვის.
მე-12 კლასში ( მასწავლებელი შორენა ფხალაძე).
Ø მეტი დრო დაეთმოს პროექტებით სწავლებას.
Ø გაიმართოს მეტი ღონისძიებები
და ვიქტორინები, რომლებშიც ჩართულები
იქნებიან არა მხოლოდ ისინი, ვინც მათემატიკა
კარგად იცის, არამედ ისინიც, ვისაც უჭირს მათემატიკის შესწავლა, ამით მათ გაუჩნდებათ
მეტი მოტივაცია უკეთესად სწავლისთვის.
Ø ჩაუტარდეთ მრავალფეროვანი
და სახალისო გაკვეთილები.
Ø ხშირად ჩატარდეს ისეთი სასკოლო აქტივობები, რომელიც ხელს შეუწყობს თეორიულად მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას
Ø მეტი ყურადღება მივაქციოთ ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადას,
Ø ოლიმპიადაზე იარსებოს ორმა სხვადასხვა ლიგამ ჩვეულებრივი
და მათემატიკური სკოლებისათვის, რაც დადებით გავლენას მოახდენს მათ თვითშეფასებაზე
და მოტივაციაზე.
Ø იყოს სკოლაში კარგი მატერიალური ტექნიკური ბაზა.
მასწავლებლებთან ფოკუსჯგუფის შედეგების ანალიზისას გამოვლინდა, რომ
მასწავლებლები მოსწავლეებში ტრანსფერის უნარის
განსავითარებლად იყენებენ შემდეგ აქტივობებს: პროქტები რომლებიც სახელმძღვანელოშია მოცემული, საუბრები, შემეცნებითი თამაშებები. აძლევენ მოსწავლეებს პრობლემურ-
საძიებო და კვლევით დავალებებს. მასწავლებლები აქვე აღნიშნავენ, რომ ამის
გაკეთება ძირითადად უწევთ თემიდან გამომდინარე
და ეს ვერ ხერხდება ხშირად. მიუხედავად ამისა , მოსწავლეთა უმეტესობას უჭირს მიღებული
ცოდნის გამოყენება ამა თუ იმ სიტუაციაში მითითებებისა და რჩევების გარეშე. მოსწავლეთა ნაწილს ნაკლებად აქვთ განვითარებული
საწყისი უნარ- ჩვევები, წინარე ცოდნა რაზეც უნდა დააშენონ ახალი. აქვთ ყურადღების კონცენტრაციის
პრობლემა. მათი უმეტესობა სწავლობს ნიშნის
მიღებისთვის და ხანმოკლეა მათი მეხსიერება,
ამიტომ ისინი ცხოვრებაში ნაკლებად იყენებენ მიღებულ ცოდნას. მასწავლებლების აზრით, ა) პირველ რიგში თემის დაგეგმვის
დროს გარკვეული დრო უნდა დავუთმოთ იმის გააზრებას, თუ რა ცოდნის, უნარ-ჩვევების გადატანა
გვინდა მოხდეს და რა აქტივობები გამოვიყენოთ ამისათვის. ბ) სასწავლო პროცესი უნდა იყოს
მრავალფეროვანი, რომ ხელი შევუწყოთ მოსწავლეთა მიერ თვისებული მასალის ფართოდ გააზრებას.
გ) სასწავლო პროცესის ერთობლივი დაგეგმვა, თითოეული მოსწავლის ცოდნის, ინტერესების,
შესაძლებლობების გათვალისწინება, რაც იწვევს დიდ ინტერესსს და ზრდის მოტივაციას. დ)
მეტი დრო დაეთმოს პროექტების სწავლას, ინტეგრირებულ გაკვეთილებს.ე) მეტი დრო დაეთმოს ცხოვრებისეული მაგალითების მოყვანას და შედარებას
ტეორიულ მასალასთან.
გაკვეთილზე ფოკუსირებული დაკვირვებისას გამოიკვეთა, რომ ზემოთხსენებულ კლასებში მასწავლებლები გაკვეთილებზე უმეტესად
ამყარებენ თეორიასა და პრაქტიკას შორის კავშირს. ცდილობენ დაანახონ მოსწავლეებს
მათ შორის დიალექტიკური კავშირი. მოყავთ კონკრეტული მაგალითები შრომის გასაადვილებლად
კაცობრიობის ბრძოლის ფურცლებიდან. ხაზს უსვამენ ამ პროცესში სამეცნიერო ცოდნის მნიშვნელობას, მაგრამ
ეს ყველაფერი ძირითადად ხდება ერთგვაროვან საკლასო გარემოში.
მეტად სჭირდება გაკვეთილებს განმარტებითი–ილუსტრაციული,მეთოდი(ვერბალური
მეთოდების,ვიდეოფრაგმენტების,ნახატების,სქემების და მისთანების
ერთობლიობა).სხვადასხვა მოვლენებზე დაკვირვებასთან
ერთად ბეჭდვითი ლიტერატურის მეშვეობით მათი ახსნის მოძიება. მეტი დოზით უნდა იყოს ცხოვრებისეული
ხასიათის ამოცანები და სავარჯიშოები, იმიტირებული პრობლემები და წახალისებული იყოს
მოსწავლეების ძალისხმევა მათ გადასწყვეტად, გამოყენებული უნდა იყოს გარემო, როგორც
ცოდნის წყარო მისი პრაქტიკული გამოყენების სფერო. შესაბამისად, აქცენტები მეტია საჭირო,
რომ სასწავლო მასალა მოსწავლეებმა თავიანთი მშობლიური ქალაქისა და სოფლის განვითარების
პერსპექტივებს დაუკავშირონ. მოსწავლე გამუდმებით უნდა გრძნობდეს, რომ სწავლა მისი სასისოცხლო აუცილებლობაა.
I
სადიაგნოსტიკო ტესტის შედეგების ანალიზი სადიაგნოსტიკო მონაწილეობდა 11-XI და 10- XII კლასელი მოსწავლე.
ტესტი შედგებოდა 20 მაქსიმალური ქულისგან, საიდანაც
4 ქულა მოდიოდა მარტივ ცხოვრებისეულ მათემატიკურ ამოცანაზე, 6 ქულა - რთულ მათემატიკურ
ამოცანაზე, ხოლო 10 ქულა - სხვა საგნობრივ ამოცანებზე, რომელთა ამოსახსნელადაც საჭირო
იყო
კვლევის მიგნებები
მონაცემთა
ანალიზისას გამოიკვეთა რამდენიმე მნიშვნელოვანი მიგნება:
1)
მათამატიკის არასრულფასოვანი
შესწავლა, რომლის მიზეზად მოსწავლეები ასახელებენ მათამატიკისადმი უინტერესობას. ამავე
დროს ბევრ მათგანს სხვადასხვა მიზეზებით ჩავარდნილი საკითხების გამო უჭირთ რთული მასალის
გაგება.
2)
წაკითხული
ტესტის გააზრება
3) მრავალფეროვანი
და სახალისო გაკვეთილების ნაკლებობა
4) მასწავლებლები აღნიშნავენ, რომ მოსწავლეთა
უმეტესობას აქვს ყურადღების კონცენტრაციის პრობლემა.
5) მოსწავლეთა ნაწილი სწავლობს ნიშნის
მიღებისთვის.
6) ნაკლებად ტარდება გასვლითი გაკვეთილები,
ღონისძიებები, სადაც წახალისებული იქნება მოსწავლეთა ძალისხმევა.
7) ცხოვრებისეული ხასიათის ამოცანების და სავარჯოშოების ამოხსნა ხდება მცირე დოზით.
შესაძლო ინტერვენციები
მოსწავლეებთან და მასწავლებლებთან ფოკუსჯგუფის
და გაკვეთილზე დაკვირვების ანალიზის საფუძველზე შევიმუშავეთ სავარაუდო ინტერვენციების რამდენიმე ვარიანტი:
1)მასწავლებლებმა თემატური გეგმებისა და გაკვეთილის
დაგეგმვისას გაითვალისწინონ რისი ტრანსფერი შეიძლება მოხდეს, როდის და როგორ- მოსწავლეებს
უნდა შევუქმნათ ეფექტური სწავლა- სწავლების პროცესი, რომელიც მოსწავლეს საშუალებას
მისცემს თავისი ცოდნა ადეკვატურად გამოიყენოს სხვადასხვა კონტექსტში, მოახდინოს ცოდნის
გადატანა.
2) რესურსების ბანკის შექმნა-რომელიც
საშუალებას მოგვცემს მოსწავლეებს შევთავაზოთ მრავალფეროვანი გაკვეთილები.(https://shorena-iobidze.blogspot.com/2019/04/10-12.html) სულიკო იობიძე
(https//:learningapps.org/display?v=pj0bmzrsn19) შორენა ფხალაძე
3) გაკვეთილის ერთობლივი დაგეგმვა-სხვა მასწავლებლებთან
ერთად მუშაობა და იდების გაზიარება პროფესიონალიზმის ზრდის საუკეთესო საშუალებაა. ერთობლივად
შემუშავებული გეგმა ბევრად უფრო დახვეწილი პროდუქტი იქნება , რადგან მეტი გამოცდილი
და მცოდნე პედაგოგი ჩაერთვება გეგმის შემუშავებაში.
4) ინტეგრირებული პროექტ-გაკვეთილი- მოსწავლეებს განუვითარდებათ აბსტრაქტული აზროვნების, ანალიზის უნარი და კიდევ
უფრო მეტად მოახდენენ ცალკეულ დისციპლინებში ნასწავლი მასალის სინთეზს.
5) გასვლითი გაკვეთილები-მოსწავლეები
აღმოჩნდებიან არაფორმარულ გარემოში , აუმაღლდებათ მოტივაცია, უფრო მეტად დაინახავენ
შესწავლილი მასალის პრაქტიკაში გამოყენებას, განუვითარდებათ თანამშრომლობის უნარი.
როგორც მოსწავლეები აღნიშნავენ ამ მხრივ მიღებული ცოდნა მათ არასოდეს დაავიწყდებათ.
6) ღონისძიებები და
ვიქტორინები- მოსწავლეები უფრო მეტად გააქტიურდებიან
და გაუღვივდებათ შემეცნებითი ინტერესი.
7) დიფერენცირებული
მიდგომა-ამ დროს მოსწავლეებს ექმნებათ "შინაური" ატმოსფერო, უვითარდებათ დავალებებზე პასუხისმგებლობის გრძნობით მუშაობის უნარი, თანამშრომლობის და დისკუსიის უნარები, თითოეულ
მოსწავლეს ეძლევა უმაღლესი შედეგის მიღწევის შესაძლებლობა. დიფერენცირებული სწავლების
მიზანია, რომ ყოველმა მოსწავლემ მიიღოს მისთვის შესაფერისი დავალება და მისთვის საჭირო
დახმარება მასწავლებლისაგან.
დიფერენცირების ყველაზე მარტივი და ადვილი საშუალებაა
აქტივობა-დავალებათა ფართო მრავალფეროვნება
როგორც შინაარსის, ისე ფორმის მხრივ, რომელიც გამოვიყენე მე-12 კლასში.
მე-11 კლასში გამოვიყენე აქტივობა გაკვეთილის პროცესის დროს, სადაც ყურადღებას
ვამახვილებდი თემის ახსნისას მარტივიდან თანდათან გადავსულიყავი რთულისაკენ.
განხორციელებული ცვლილებები
ზემოთ მოცემული ინტერვენციის ვარიანტები კვლევის
ჯგუფის წევრებმა განვიხილეთ სხვა კოლეგებთან ერთად. მოდელების განხილვის შედეგად გადავწყვიტეთ,რომ
ზოგიერთი მათგანი დროის სიმცირის გამო (როგორიცაა მაგ.თემატურ გეგმებზე მუშაობა)ვერ
მოესწრებოდა(რასაც აუცილებლად გავაკეთებთ შემდეგი სასწავლო წლის დასაწყისში) ამიტომ
არჩევანი შევაჩერეთ ქვემოთხსენებულ ინტერვენციებზე:
1) ინტეგრირებული პროექტ- გაკვეთილები –ერთი და იმავე, მონათესავე ან
გამჭოლი თემატიკის ირგვლივ გაერთიანებული ორი ან რამდენიმე სასწავლო საგნის მიხედვით
დაგეგმილი და ჩატარებული გაკვეთილი. მასწავლებლის ვალდებულება არ შემოისაზღვრება მხოლოდ
საგნის სწავლებით. თანამედროვე მოთხოვნები ზოგადი განათლების მიმართ მასწავლებლებს
კიდევ უფრო შორს მიმავალ მიზნებს უსახავს და უბიძგებს სწორად გამოიყენონ ინტეგრაცია
იმისათვის,რომ მოსწავლეეებმა ისწავლონ ერთი თემის მეორასთან დაკავშირება, ერთი სასწავლო
საგნისა მეორესთან. ეს ხელს უწყობს
ცოდნის გამთლიანებასსა და ასვე შეძენილი ცოდნისა და უნარების ერთი
სფეროდან მეორეში გადატანას–
„ტრანსფერს“.
2) გასვლითი გაკვეთილები –გულისხმობს
ბუნებაში გაკვეთილის ჩატარებას, შემეცნებით ექსკურსიებს. ამ დროს ხდება გარემოს, როგორც
ცოდნის წყაროს გამოყენება. მოსწავლეები ეჩვევიან პრაქტიკაში გამოიყენონ შეძენილი ცოდნა.სახელმძღვანელოში
მოყვანილი მაგალითები ივსება მოსწავლეთა საყოფაცხოვრებო გარემოდან აღებული მაგალითებით.
მოსწავლეებს საშუალება ეძლევათ საკუთარ გამოცდილებას დაეყრდნონ. დავყავით
მოსწავლეები ჯგუფებად; დაურიგეთ ამოცანები, რომლის ამოხსნა მოითხოვდა თეორიული ცოდნის
პრაქტიკაში გამოყენებას. ასეთი
გზით მიღებული ცოდნა
კი ყოველთვის საფუძვლიანია და ტრანსფერიც ბუნებრივად ძალდატანების გარეშე ხდება.
ჩამოთვლილი ინტერვენციები ჩვენი აზრით ყველაზე
მეტი ეფექტურია მრავალრიცხოვან ჩამონათვალში .რადგან ისინი გრძელვადიან და მცირე დროშიც
იძლევა გარკვეულ შედეგებს.სკოლაში გვაქვს ფოკუსირებული გაკვეთილების ჩატარების კარგი გამოცდილება.გასვლითი გაკვეთილისათვის მოსახერხებელი სკოლის
ტერიტორია და უბანი. ღონისძიებების და კონკურსების
ჩატარების მრავალწლიანი გამოცდილება. ერთობლივი
გაკვეთილი კი მოსახერხებელია ჩვენთვის კვლევის ავტორებისთვის, რადგან კვლევა
იმ კლასებში მიმდინარეობს,რომელსაც ვასწავლით.
Ø
გაკვეთილი-მე-11 კლასში ჩატარდა
თემაზე „სივრცულ ფიგურათა შესწავლაში
ვექტორის გამოყენების მაგალითები“. გაკვეთილის მიზანი იყო მოსწავლეებმა შეძლონ ვექტორთა გამოყენებით სივრცულ ფიგურათა თვისებების კვლევის გამოცდილების
შეძენა. ამ მეთოდის აქტიური გამოყენების გზოთ საყურადღებო პრაქტიკული ამოცანების გადაწყვეტა. (იხ. დანართი N7).
Ø მე-12 კლასში
ჩატარდა გაკვეთილი თემაზე: ვექტორებისა და კოორდინატების გამოყენება. გაკვეთილის მიზანი იყო გეომეტრიული
დებულებების დასაბუთებისას, კერძოდ, სივრცეში მანძილის, კუთხის, წერტილთა სიმრავლეების
პოვნისას ვექტორებისა და კოორდინატთა მეთოდის გამოყენების უნარ-ჩვევების გამომუშავება.
(იხ. დანართი N6)
Ø
გასვლითი გაკვეთილები-გასვლითი გაკვეთილი, როგორც დაგეგმილი ინტერვენცია ჩატარდა მე–11 და მე-12 კლასის
მოსწავლეებთან. გაკვეთილის მიზანი იყო
საკლასო ოთახში მიღებული ფორმალური ცოდნის გამოყენება და პრაქტიკული დანიშნულების ამოცანების
გადაწყვეტა რეალურ სივრცეში. მანამდე მოსწავლეები დაიყვნენ ჯგუფებად და დაურიგდათ ამოცანები,
რომლის გადაწყვეტა მოითხოვდა თეორიული საკითხების ზედმიმწევნით კარგად ცოდნას.მოსწავლეები
გაეცნენ ამოცანებს , გააკეთეს მათი მათემატიკური მოდელირება და ამ ცოდნით აღჭურვილი გავიდნენ ბუნებრივ გარემოში. (დანართი N8).
Ø ჩავატერეთ
ერთობლივი პროექტ-გაკვეთილი მე-11 და მე-12 კლასებში.
თემაზე : მათემატიკური მოგზაურობა ჰარმონიის სივრცეში.
გაკვეთილის
მიზანი იყო მოსწავლეები უკეთ გაცნობოდნენ
პროპორციულ მონაკვეთებს „ოქროს კვეთაში“,ოქროს კვეთის სილამაზეს ხელოვნებასა და ბუნებაში.(დანართი
№9)
ინტერვენციის შეფასება
იმისათვის რომ დაგვედგინა გამოიღო თუ არა შედეგი
დაგეგმილმა ინტერვენციებმა, ისევ ჩავატარეთ ფოკუსჯგუფი მოსწავლეებთან, ფოკუსჯგუფი მასწავლებლებთან,
უშუალოდ იმ პიროვნებებთან, რომლებიც
მონაწილეობდნენ ცვლილებების დაგეგმვასა
და განხორციელებაში.
მოსწავლეებთან ფოკუსჯგუფი- მოსწავლეებთან ფოკუსჯგუფის საფუძველზე გამოვლინდა, რომ განხორციელებული
ინტერვენციების შემდეგ მათ უფრო მეტად აუმაღლდათ მოტივაცია მათემატიკის სწავლებისადმი,
უფრო მეტად დაინახეს მათემატიკაში მიღებული ცოდნის საჭიროება და მისი გამოყენების აუცილებლობა
ყოველდღიურ ცხოვრებაში. მათი თქმით, ისინი უფრო მეტად ახერხებენ მიღებული ცოდნა გამოიყენონ
სხვა სიტუაციაში, ბევრი დეტალები, რაც აქამდე ბუნდოვანი ეჩვენებოდათ, უფრო ნათელი გახდა.
მასწავლებლებთან ფოკუსჯგუფი-მასწავლებლებმა
აღნიშნეს, რომ მოსწავლეთა უმეტესობას უფრო მეტად
აქვს გააზრებული და ისინი უფრო მეტად ახერხებენ
ცოდნის ერთი სიტუაციიდან მეორეში გადატანას.
განხორციელებული ინტერვენციებიდან, XI-XII კლასში
ჩატარებული ინტეგრირებული პროექტ- გაკვეთილი (განვლილი
მასალიდან) მრავალფეროვანი აქტივობებითა და რესურსებით მოსწავლეებისთვის აღმოჩნდა საინტერესო
და სახალისო, განსაკუთრებით მოეწონათ, გაკვეთილზე ნაჩვენები ვიდეო, პრეზენტაცია, რომლის
თანხლებითაც მიდიოდა გაკვეთილი, ეკრანზე გამოტანილი თითოეული დავალებით. ასევე
აქტიურად ჩაერთვნენ ჯგუფურ მუშაობაში,ოქროს
კვეთის ფორმულით გამოთვალეს პროპორციულ მონაკვეთებს შორის დამოკიდებულება ხელის
თითებზე. მონა ლიზას და ზევსის ქანდაკების სურათებზე XII კლასის მოსწავლეებმა აღმოაჩინეს „ოქროს მართკუთხედები“
მიუხედავად დიდი ძალისხმევისა( გაუჭირდათ მათი დანახვა). გამართეს პრეზენტაციები და შეაფასეს ერთმანეთი. ვფიქრობ, აღნიშნული ტიპის გაკვეთილები ზრდის
მოსწავლეთა მოტივაციას, ასევე მათ უფრო თვლანათლივ დაინახეს, თუ როგორ გამოიყენონ თეორიული
ცოდნა ცხოვრებისეული ამოცანების გადასაჭრელად.
განმეორებითი ტესტირება
განმეორებითი
ტესტირება ჩავატარეთ XI-XII კლასში. II სადიაგნოსტიკო
ტესტის
შედეგები:
განხორციელებული ინტერვენციების შემდეგ, მსგავსი სირთულისა და მსგავსი ქულებით
გადანაწილებული ტესტი ჩაუტარდათ მოსწავლეთა იგივე რაოდენობას.
მარტივი მათემატიკური
საკითხებიდან 0-დან 1ქულამდე დააგროვა მოსწავლეთა
19%-მა,
1,5-დან 2 ქულამდე - 51%-მა, 2,5-დან 3 ქულამდე -14%-მა, 3,5-დან 4 ქულამდე- 18%-მა.
როგორც ვხედავთ 0-დან 2 ქულამდე შედეგებმა 2-3%-ით მოიკლო და იგივე მაჩვენებლით
მოიმატა 2,5 -დან 4 ქულის მიმღებთა რაოდენობა.
რთული
მათემატიკური საკითხებიდან
0-დან 1,5 ქულამდე დააგროვა
მოსწავლეთა 20%-მა, 2-დან 3 ქულამდე - 39%-მა,
3,5-დან
4,5ქულამდე - 25%-მა,
5-დან 6 ქულამდე - 16%-მა.
ანალოგიურად დაახლოებით 4%-ით მოიმატა მაღალი ქულების მაჩვენებელმა, ინტერვენციამდელ
შედეგებთან შედარებით.
სხვადასხვა საგნობრივ ამოცანებში
0-დან 2,5 ქულამდე დააგროვა
მოსწავლეთა 72%-მა, 3-დან 5 ქულამდე - 21%-მა,
შეზღუდვები
რეკომენდაციები:
დასკვნა
შეზღუდვები
პრაქტიკული
კვლევის განხორციელება სასწავლო წლის მეორე სემესტრში დავიწყეთ, შესაბამისად, კვლევის მთავარი შეზღუდვა
საკვლევი დროის სიმცირეა, რის გამოც ინტერვენციების განხორციელება
დროის მოკლე მონაკვეთში მოგვიხდა. დროის ლიმიტი რომ შეზღუდული არ ყოფილიყო, შევძლებდით
ინტერვენციები უფრო კომპლექსური და ხანგრძლივი ყოფილიყო. სწორედ ამიტომ დაგეგმილი გვაქვს
ნაწილი ინტერვენციებისა, მაგალითად, ინტეგრირებული გაკვეთილების ჩატარებას
ინტენსიურად. ასევე, თემატური გეგმების
შედგენისას გავითვალისწინებთ, შესასწავლი საკითხებიდან თუ რომელი თემა შეიძლება დაუკავშიროთ სხვა საგანს.
. დროის სიმცირით გამოწვეული შეზღუდვაა ისიც, რომ ზოგადად, ინტერვენციებს სანამ შევაფასებდით,
მათი განხორციელებიდან გარკვეული დრო უნდა გასულიყო, რაც, ფაქტობრივად, ვერ მოხერხდებოდა.
კვლევის შეზღუდვა აგრეთვე გამოიწვია სხვა
საგნის მასწავლებლების პასიურობამ.
რეკომენდაციები:
ჩვენ შევიმუშავეთ
რეკომენდაციები მოსწავლეებში ტრანსფერის უნარის გასაუმჯობესებლად:
1.
მოსწავლეებს ყოველ გაკვეთილზე, ყოველ სასწავლო სიტუაციაში განემარტოთ ცოდნის
პრაქატიკაში გამოყენების საჭიროება და აუცილებლობა, მიეცეთ ინსტრუქცია სად და როგორ
გადაიტანონ თავიანთი ცოდნა და უნარები ყოფაცხოვრებაში;
2. მასწავლებლებმა ყოველთვის უნდა დაუკავშირონ თეორიული
მასალა პრაქტიკას, ცხოვრებისეულ საჭიროებებს, ეს იქნება თვალსაჩინოებები, მაგალითები,
პროექტები თუ სხვა მრავალი სახით, რომელიც გამოიწვევს მოსწავლეებში ინტერსს და აყალიბებს
მოსწავლეებში ტრანსფერის უნარებს;
3. გამოიყენონ თავიანთ ირგვლივ
არსებული გარემო, როგორც ცოდნის წყარო, დაუკავშირონ ნასწავლი მასალა სოფლის, ქალაქის
და ქვეყნის განვითარების პერსპექტივებს;
4. მასწავლებლება მუდმივად უნდა მოახდინონ კონსტრუქციული
უკუკავშირის მიცემა მოსწავლეებისთვის. (განმავითარებელი შეფასება,წახალისება, შექება);
5.უფრო ხშირად ჩატარდეს,ინტეგრირებული და გასვლითი გაკვეთილები, შემეცნებითი ექსკურსიები, ღონისძიებები და
ვიქტორინები;
6. სკოლის ადმინისტრაციამ უნდა უზრუნველყოს მასწავლებლების საჭირო სასწავლო
რესურსებით უზრუნველყოფა და კომფორტული გარემოს მოწყობა რაც დაეხმარება მასწავლებლებს იდეების პრაქტიკაში
განსახორციელებლად.
დასკვნა
სკოლაში ჩატარებული პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის საფუძველზე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მოსწავლეთა უმრავლესობა
ვერ ახერხებს საგნობრივი ცოდნის ტრანსფერს
შემდეგი მიზეზების გამო:
Ø მრავალფეროვანი და სახალისო გაკვეთილების ნაკლებობა
Ø იშვიათად ტარდება ღონისძიებები
Ø მცირე დოზით ხდება ცხოვრებისეული
ხასიათის ამოცანების ამოხსნა.
Ø მცირე რაოდენობით ხდება პროექტების
დაგეგმვა.
Ø კათედრებზე მასწავლებელთა
შორის ნაკლები თანამშრომლობა.
Ø მშობელთა ნაკლები დაინტერესება
საკუთარი შვილის სწავლის პროცესით.
პრობლემის გადასაჭრელად და
არსებული სიტუაციის გასაუმჯობესებლად დავისახეთ და განვახორციელეთ ინტერვენციები. ჩატარებული
აქტივობების შეფასებისას გამოიკვეთა, რომ მათი უმრავლესობა შედეგიანი იყო.
როგორც უკვე ვთქვით, ტრანსფერი
სწავლებისა და აზროვნების ფუნდამენტური უნარია, ის თან ახლავს ცოდნის შეძენას, სტრატეგიების
გააზრებასა და განწყობათა გამოხატვას-ყველაფერი, რასაც შევისწავლით ერთი კონტექსტისთვის,
ხოლო გამოყენება შესაძლოა განსხვავებულ ვითარებაში დაგვჭირდეს.
ტრანსფერი ხდება მაშინ, როდესაც
ცოდნის ერთ სფეროს მეორესთან ვაკავშირებთ.ტრანსფერის უნარი რომ არა, კაცობრიობა ვერ
მოახერხებდა წინსვლას, საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესებას, რადგან მას ყოველგვარ ვითარებაში
ახალი ცოდნის მიღება დასჭირდებოდა.
კვლევამ ორივე მასწავლებელს დიდი გამოცდილება მოგვცა. გავიაზრეთ თუ რაოდენ მნიშვნელოვანი
და სასარგებლოა ტრანსფერის უნარის განვითარებისთვის კვლევის ჩატარების მნიშვნელობა,
როგორც მასწავლებლებისათვის, ასევე მოსწავლეებისათვის.
შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი
კვლევის შედეგად თითქმის გავედით მისაღწევ შედეგებამდე. სწორად განვსაზღვრეთ თუ რა
პრობლემები ჰქონდათ მოსწავლეებს და შევძელით შესაბამისი ინტერვენციების შემუშავება.
ტრანსფერული ცოდნის შეძენაზე
ორიენტირებული სწავლებისას გადამწყვეტია მიზანმიმართული
პრაქტიკა, რომლის დროსაც მოსწავლეს აქვს დიდი მოტივაცია სწავლისთვის და არა უბრალოდ
დავალების შესასრულებლად.
გამოყენებული
ლიტერატურა
1. სწავლება და შეფასება (2008) მასწავლებელთა პროფესიული განვითარების
ცენტრი, თბილისი: გამომცემლობა “საქართველოს მაცნე”
2. განვითარებისა და სწავლის თეორიები (2008)
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი, თბილისი: გამომცემლობა “საქართველოს მაცნე”
3. როგორ ვასწავლოთ მოსწავლეებს აზროვნება (2007) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
სამინისტრო, ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების
ცენტრი. 6. პრობლემაზე დაფუძნებული
სწავლა (2007) საქართველოს განათლებისა
და მეცნიერების სამინისტრო, ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრი.
4. მარზანო რობერტ ჯ. (2009) ეფექტური სწავლება სკოლაში, პირველი ქართული გამოცემა, “მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი’.
დანართები
დანართი
N1
მოსწავლეებთან
ფოკუსჯგუფის კითხვარი:
1) ახდენს
თუ არა გავლენას თქვენს ამჟამინდელ სწავლაზე თქვენი არდინდელი ცოდნა?
2) თქვენი აზრით, რისთვის სწავლობთ
მათემატიკას?
3) იყენებთ თუ არა ნასწავლ
მათემატიკურ ფორმულებს სხვა დისციპლინებში?
4) იყენებთ თუ არა მიღებულ ცოდნას ამა თუ იმ სიტუაციაში შესაბამისი მითითებებისა და რჩევების
გარეშე?
5) იყებებთ თუ არა მათემატიკის ცოდნას
რეალურ ცხოვრებაში?
6) რამდენად მუდმივად და დამაჯერებლად გიხსნიან
მასწავლებლები თეორიასა და პრაქტიკას
შორის კავშირს?
7) თქვენი აზრით როგორ არის შესაძლებელი ამ პრობლემიაღმოფხვრა/ სიტუაციის გაუმჯობესება?
მოსწავლეებთან ფოკუსჯგუფის კითხვარი მე-12
კლასისათვის:
1) თემის შესწავლისას იცი თუ
არა რისთვის, რა მიზნით სწავლობთ?
2) გეხმარებათ თუ არა მასწავლებელი სასწავლო მიზნის დასახვაში?
3) თწვენი აზრით რისთვის არის საჭირო მრავალფეროვანი,
ეფექტური შემაჯამებელი დავალებების შეთავაზება თქვენთვის?
4) იყენებთ თუ არა მიღებულ ცოდნას ამა თუ იმ სიტუაცია შესაბამისი მითითებებისა და რჩევების
გარეშე?
5) იყებებთ თუ არა მათემატიკის ცოდნას
რეალურ ცხოვრებაში?
6) მეცადინეობისას გეგმავთ თუ არა როგორ უნდა ისწავლო?
7) როდის სწავლობ აქტიურად?
დანართი
N2
მასწავლებლებთან
ფოკუსჯგუფის კითხვარი:
1) რანდენად ხშირად
და დამაჯერებლად უხსნით მოსწავლეებს თეორიასა და პრაქტიკას შორის დიელექტურ კავშირს? (ყოველდღიურად, თუ თემიდან გამომდინარე?)
2) რა აქტივობებს იყენებთ, რომ მოსწავლემ
დაინახოს საგანში მიღებული ცოდნის პრაქტიკული ღირებულება?
3) ავსებთ თუ არა სახელმძღვანელოში მოყვანილ მაგალითებს მოსწავლეთა საყოფაცხოვრებო გარემოდან აღებული მაგალითებით? (დაგვისახელეთ რამდენიმე მაგალითი)
4) წახალისებულია თუ არა მოსწავლეთა
მცდელობა რაიმე გააუმჯობესონ, შეცვალონ? როგორ?
5) იყენებთ თუ არა შემეცნებით თამაშებს, რომლებიც ცხოვრებისეულ ელემენტებს შეიცავს? (აღგვიწერეთ რომელიმე მათგანი)
6) აძლევთ თუ არა მოსწავლეებს პრობლემურ-საძიებო და
კვლევით დავალებებს?
7) თუ შეგქმნიათ საკუთარ საგანში, მოსწავლეთა
მხრიდან ცოდნის ტრანსფერის პრობლემა და რა ხერხს მიგიმართავთ მის გადასაჭრელად?
დანართი N3
სადიაგნოსტიკო
ტესტი- მე-12კლასი
1) ერთ-ერთი ქვეყნის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობდა
სამი პარტია, რომლებსაც ხმა მისცა შესაბამისად ამომრჩეველთა მთელი რაოდენობის
0.44, 0,36 და 0,2 ნაწილმა. პარლამენტში
150 ადგილია. რამდენ სადეპუტატო ადგილს მიიღებს თითოეული პარტია?
2) რას უდრის ორ პუნქტს შორის რეალური მანძილი, თუ
რუკაზე მათ შორის მანძილი 2,6 დმ-ია, ხოლო რუკის
მასშტაბია 1:100 000?
3) 4 მაგიდის
დასამზადებლად დურგალმა უნდა დახარჯოს თავისი მასალის 32% .ყველაზე მეტი რამდენი ასეთი მაგიდის დამზადებას შეძლებს
დურგალი თავისი მასალით?
4) გუბურა ორი მილის მეშვეობით ივსება 5 სთ-ის განმავლობაში.მხოლოდ
პირველი მილი გუბურას ავსებს 6 სთ-ში. რა დრო დასჭირდება მხოლოდ მეორე მილით გუბურის ავსებას?
5) ტურისტი ყოველ 3 წმ-ში 3 მეტრს გადის და ყოველი 3 კმ-ის
გავლის შემდეგ 10 წთ-ს ისვენებს.მოძრაობის დაწყებიდან რამდენ ხანში გაივლის ტურისტი
12 კილომეტრს?
6) ენების შემსწავლელ ცენტრში
ინგლისურ ენას 280 მოსწავლე სწავლობს, ხოლო ფრანგულს-270 მოსწავლე. აქედან 150 მოსწავლე
სწავლობს ორივე ენას.სულ რამდენი მოსწავლეა ენების შემსწავლელ ცენტრში?
7) რომელ ნივთიერებებთან რეაგირებს კალიუმის კარბონატი?
8)6,5 გრამი თუთია გახსნეს ჭარბ 100 გრამ მარილმჟავას
ხსნარში. რისი ტოლი იქნება მარილის მასური წილი?
9) გელამ ბანკში შეიტანა
10000 ლარი იმ პირობით, რომ პირველი წლის ბოლოს მას დაერიცხებოდა მოგება 10% ხოლო მეორე
წლის ბოლოს 12% .რამდენი ლარი ექნება გელას ამ ანაბარზე ორი წლის შემდეგ?
10) ნიკა სხვადასხვა სამუშაოს
ასრულებს. შაბათობით ის 20 ლარს გამოიმუშავებს, კვირაობით 30 ლარს, სხვა დღეებში კი-10
ლარს .მაქსიმუმ რამდენ ლარს მიიღებს ნიკა 15 დღის ზედიზედ მუშაობის შედეგად?
11) რატომ კანკალებს ადამიანი სიცივეში?
12) გზის უსწორმასწორობანი დღისით უფრო ცუდად ჩანს, ვიდრე
ღამით, როცა გზას ავტომობილის ფარები ანათებს. დაასაბუთეთ რატომ?
დანართი N4
სადიაგნოსტიკო ტესტ- მე-11 კლასი
1) n რაოდენობის
მუშა სამუშაოს ასრულებს n ღეში.
რამდენი მუშაა საჭირო
ამ სამუშაოს 5 დღეში შესასრულებლად(1 ქულა)
2) მდინარის სიგრძე 1:5000000 მასშტაბის
რუკაზე 15 სმ-ის ტოლია. რამდენი კმ სიგრძისაა ეს მდინარე?(1 ქულა)
3) 40%-ით ფასდაკლების შემდეგ საათი
25 ლარი გახდა. რა ღირდა საათი ფასდაკლებამდე?(1ქულა)
4) სამი ადამიანის
ასაკთა საშუალო არითმეტიკული უდრის 45 წელს.
რას შეიძლება უდრიდეს ამ ასაკებიდან უდიდესი, თუ არც ერთის ასაკი არ არის 44 წელზე
ნაკლები?(1ქულა)
5) ავაგოთ წერტილი მათი კორდინატების
მიხედვით.A(1: -1; 2)(2 ქულა)
6) ორი რიცხვის ჯამი 200-ის ტოლია. პირველის 5% და მეორის 10% ერთად ჯამში
14 -ს ვიპოვოთ ამ რიცხვებს
შორის უდიდესი.(2 ქიულა)
7)A, Bდა C პუნქტების განლაგება ისეთია
რომ<ABC=60 გრადუს. ერთდროულად გამოდიან ავტომანქანები- A -დან AB ვექტორის
მიმართულებით 80 კმ/სთ სიჩქარით დაB-დან--BC -ვექტორის მიმართულებით 50 კმ/სთ
სიჩქარით.AB=200
რა მანძილი იქნება
ავტომანქანებს შორის მოძრაობის
დაწყებიდან t საათის შემდეგ.(2ქულა)
8) 12 გრამი მაგნიუმი ურთიერთქმედებს
მარილმჟავასთან. რა მოცულობის წყალბადი გამოიყოფა
ამ დროს? (2ქულა)
9)ამიაკისა და ჟანგბადის 9,8 გ ნარევი შეიცავს ამიაკისა
და ჟანგბადის ტოლ რაოდენობას. ნარევში ამიაკის მასაა? (2ქულა)
10) შავი ცხვრების შეჯვარებით
შთამომავლობაში მიიღება თეთრი და შავი ფერის
ბატკნები. განვსაზღვროთ შთამომავლობაში შავი და თეთრი ბატკნების პროცენტული თანაფარდობა? (2ქულა)
11) რატომ შორდება ტანსაცმელს მტვერი
დაბერტყვისას?(2ქულა)
12) ჯერ ივარაუდეთ და შემდეგ დაასაბუთეთ: როგორ
მოძრაოს წვიმის წვეთი უქარო
ამინდში თანაბრად თუ აჩქარებულად?(2ქულა)
დანართი N5
გაკვეთილზე
დაკვირვების კრიტერიუმები:
ძირითადი
კითხვები
|
სისტემატიურად
|
იშვიათად
|
საერთოდ არა
|
კომენტარი
|
რამდენად დამაჯერებლად
ხსნიან მასწავლებლები თეორიასა და პრაქტიკას შორის კავშირს?
|
||||
განემარტებათ თუ არა
|
||||
მოსწავლეებს ცოდნის გადატანის
|
||||
საჭიროება?
|
||||
სწავლება მიმდინარეობს თუ არა
|
||||
ისე რომ მოზარდებმა საკუთარი
|
||||
ცოდნა და უნარ-ჩვევები
|
||||
გამოიყენონ სხვადასხვა
|
||||
სიტუაციაში?
|
||||
ქმნის თუ არა მასწავლებელი
|
||||
ცოდნის გადატანის მოდელებს.
|
||||
იძლევა თუ
არა მკაფიო
|
||||
მითითებას სად, რა
|
||||
მიმართულებით უნდა
შეძლონ
|
||||
ცოდნის გადატანა მოსწავლეებმა?
|
||||
უზრუნველყოფს მასწავლებელი
|
||||
ისეთი განხილვებს და ქმედებებს
|
||||
რომლებიც ცოდნის გადატანას
|
||||
წაახალისებს როგორც
|
||||
მასწავლებელთან
ასევე
|
||||
ერთმანეთთან
|
||||
ურთიერთქმედების მეშვეობით.
|
||||
აწვდის თუ არა მასწავლებელი
|
||||
მოსწავლეებს მასტიმულირებელ
|
||||
უკუკავშირს როგორიცაა
|
||||
მოსწავლეთა წახალისება/შექება
|
||||
იმის მიხედვით, თუ როგორ
|
||||
შეძლებს მოსწავლე ცოდნის,
|
||||
უნარების თუ
|
||||
დამოკიდებულებების ერთი
|
||||
სიტუაციიდან მეორეში
|
||||
გადატანას?
|
||||
არის თუ არა მასწავლებლის
მიერ
|
||||
გამოყენებული განმავითარებელი
|
||||
შეფასება ეფექტური-აწვდის თუ
|
||||
არა მასწავლებელი მოსწავლეებს
|
||||
კონკრეტულ რეკომენდაციებს იმ
|
||||
დროს, როდესაც მოსწავლეს
|
უჭირს ცოდნის გადატანა ერთი სფეროდან მეორეში?
|
დასაკვირვებელი საკითხები:
|
კომენტარი
|
რა ეხმარებათ მოსწავლეების ცოდნის გადატანაში?
|
|
რა უშლის ხელს მოსწავლეებს ცოდნის ერთი სიტუაციიდან
მეორეში გადატანაში?
|
დანართი
N6
გაკვეთილის გეგმა
21.04.2019წელი
მასწავლებელი შორენა
ფხალაძე
|
|
საგანი: მათემატიკა
|
კლასი: XII
|
თემა: ვექტორებისა და კოორდინატების გამოყენება
|
დრო: 45 წთ
|
მოსწავლეთა პროფილი: 10 მოსწავლე
გოგო
3, ბიჭი 7
მოსწავლეთა
დონე:4 კარგი, 2 საშუალო, 4 სუსტი .
|
|
გაკვეთილის მიზანი:
გეომეტრიული
დებულებების დასაბუთებისას, კერძოდ, სივრცეში მანძილის, კუთხის, წერტილთა სიმრავლეების
პოვნისას ვექტორებისა და კოორდინატთა მეთოდის გამოყენების უნარ-ჩვევების გამომუშავება
|
|
ეროვნული სასწავლო
გეგმის სტანდარტი:
|
|
საჭირო წინარე ცოდნა
და უნარ-ჩვევები: მოსწავლეებმა იციან სივრცეში
ვექტორის ცნება, ვექტორებზე მოქმედებები და ამ მოქმედებათა თვისებები.ფლობენ ორი
ვექტორის შეკრების სამკუთხედისა და პარალელოგრამის წესებს, ვექტორის რიცხვზე გამრავლებას.
|
|
შეფასება და თვითშეფასება:
განმავითარებელი: (შესასვლელი ბარათი, გასასვლელი
ბარათი)
განმსაზღვრელი:(შეფასების რუბრიკა თან ერთვის)
|
|
სასწავლო მასალა
და რესურსები: პლაკატები, ნახაზები, დაფა,
ცარცი, სახელმძღვანელო, შესასვლელი ბილეთები,
გასასვლელი ბილეთები.
|
|
აქტივობა #1: გაკვეთილის თემის, მიზნის და შეფასების რუბრიკის გაცნობა (2წთ)
აქტივობა#2: საშინაო დავალების შემოწმება ფრონტალურად და პრობლემური საკითხების განხილვა.(2წთ)
აქტივობა#3: შესასვლელი ბილეთები დანართი #1.(5წთ).
აქტივობა #4 ახალი მასალის ახსნა(მინი ლექცია,
ახსნა განმარტებები, ინტერაქცია მოსწავლეებთან). (10წთ).
მიზანი: გავაცნობ მოსწავლეებს სივრცეში მანძილის, კუთხის პოვნისას როგორ გამოვიყენებთ ვექტორებსა და კოორდინატებს.
აქტივობა5: ჯგუფური მუშაობა (10 წთ)
მიზანი: მოსწავლეებმა შეძლონ კოსინუსების თეორემის
გამოყენებით სივრცეში მანძილისა და კუთხის გამოთვლა, ვექტორთა სიგრძეებითა და კოორდინატთა
დახმარებით.
აქტივობა #6: ზოგიერთი გეომეტრიული დებულების წარმოდგენა ვექტორების
გამოყენებით( 5 წთ )
დანართი#
მიზანი:შესწავილი საკითხის გამოყენება პრაქტიკული ამოცანების ამოხსნისას
მოსწავლეებს
ვაძლევ ამოცანას ამოსახსნელად: ერთი ან რამდენიმე მოსწავლე მუშაობს დაფასთან, ეხმარება
მთელი კლასი და ხსნიან ამოცანას.
აქტივობა#7 ნასწავლი საკითხების განმტკიცება (6წთ).
მიზანი: მოსწავლეებმა შეძლონ ნასწავლი საკითხების
გამტკიცება და გამოვლინდეს ხარვეზები მომავალ გაკვეთილზე გამოსასწორებლად.
მოსწავლეებს ვურიგებ გასასვლელ ბილეთებს (3წთ)
აქტივობა#8 გაკვეთილის შეჯამება, შეფასება და საშინაო დავალების მიცემა: (2 წთ)
|
დანართი
N7.
გაკვეთილის გეგმა
მასწავლებელი: სულიკო იობიძე
|
||
საგანი: მათემატიკა
|
კლასი: XI
|
|
თემა:ვექტორის გამოყენების მაგალითები.
|
დრო: 45 წთ
|
|
მოსწავლეთა პროფილი: 11 მოსწავლე
გოგო
3 ბიჭი 8
მოსწავლეთა
დონე: საშუალო 7, სუსტი 4.
|
||
გაკვეთილის მიზანი:
მოსწავლეებმა შეძლონ ვექტორთა
გამოყენებით სივრცულ ფიგურათა თვისებების
კვლევის გამოცდილების შეძენა .
ამ მეთოდის აქტიური
გამოყენების გზით საყურადღებო
პრაქტიკული ამოცანების გადაწყვეტა.
|
||
ეროვნული სასწავლო
გეგმის სტანდარტი: მათ.XI.8 მოსწავლეს შეუძლია
ვექტრორებზე ოპერაციების შესრულება
და მათი გამოყენება
გეომეტრიული და საბუნებისმეტყველო პრობლების
გადაჭრისას.
შედეგი თვალსაჩინოა თუ მოსწავლე:
# ახდენს ვექტორის სიგრძისა და მიმართულების,ვექტორებზე მოქმედებების
და მათი თვისებების გეომეტრიულ და ფიზიკურ ინტერპრეტაციას.
#იყენებს ვექტორებს გეომეტრიული დებულებების დასამტკიცებლად და ზომების
დასადგენად სიბრტყეზე.
#იყენებს კორდინატებს ვექტორებისა და ვექტორებზე ოპერაციების გამოსახვისას.
|
||
საჭირო წინარე ცოდნა
და უნარ-ჩვევები: მოსწავლეებმა იციან კუთხის
ზომა პარალელურ წრფეებს
შორის.
იციან წრფისა და სიბრტყის
მართობულობა.
იციან სივრცეში წერტილის კორდინატის
განსაზღვრა.
|
||
შეფასება და თვითშეფასება:
განმავითარებელი: (შესასვლელი ბარათი, გასასვლელი
ბარათი)
განმსაზღვრელი:(შეფასების რუბრიკა თან ერთვის)
|
||
სასწავლო მასალა
და რესურსები: ნახაზები, დაფა, ცარცი, სახელმძღვანელო, შუქნიშანი,
შესასვლელი ბარათები, , გასასვლელი ბარათები..
|
||
აქტივობა #1: გაკვეთილის თემის, მიზნის და შეფასების რუბრიკის გაცნობა (2წთ)
აქტივობა#2: საშინაო დავალების შემოწმება ფრონტალურად და პრობლემური საკითხების განხილვა.(2წთ)
მიზანი: გაუგებარი ხომ,არ
დარჩათ დავალებიდან .
შედეგი: განვიხილო
გაუგებარი საკითხი.
აქტივობა#3: შესასვლელი ბარათი:
მიზანი : შევახსენო ახალი მასალისთვის
საჭირო ინფორმაცია.
შედეგი: გავითვალისწინო ახალი მასალის
ახსნისას.
დანართი
#1.(5წთ).
აქტივობა #4 ახალი
მასალის ახსნა(მინი ლექცია, ახსნა განმარტებები,
ინტერაქცია მოსწავლეებთან). (10წთ).
მიზანი: ვექტორის
გამოყენების
მაგალითების
გაცნობა.
შედეგი: ვექტორის
გამოყენებით დავამტკიცოთ მოცემული
თეორემა.
აქტივობას ვიწყებ წრფისა და სიბრტყის
მართობულობის განსაზღვრის ახალი
ინტერპრეტაციით. პლიპჩატზე ვწერ განსაზღვრებას ძველს
და ახალს და ვთხოვ
მოსწავლეებს გააკეთონ შედარება. მოსწავლეებმა დაასკვნეს , რომ. მე-2 შემთხვევაში სიბრტყეზე მდებარე
გადამკვეთ წრფეებს აღარ
მოეთხოვებათ გადიოდნენ წრფისა
და სიმრტყის გადაკვეთის წერტილზე.
ამ თეორემის დამტკიცება
მოვახდინე სწორედ ვექტორების გამოყენებით.
აქტივობა5: ორთოგონანალური დაგეგმილება.(5წთ)
მიზანი: მოსწავლეებმა შეძლონ ორთოგონალური დაგეგმილებით ამოცანების
ამოხსნა. გაიაზრონ , რომ ორთოგონალური
დაგეგმილება იგივეა რაც პარალელური დაგეგმილება
ვაგრძელებ მუშაობას წყვილებში. რომლის მიზანია
მოსწავლეება გაავლოს ორთოგონალური გეგმილი კუბში, პირამიდაში.
შედეგი: მოსწავლეები
ორთოგონალური დაგეგმილების გამოყენებით
ხსნიან ამოცანებს.
|
აქტივობა #6: ვექტორების პრაქტიკული
გამოყენება ამოცანების ამოხსნისას
(8წთ).
მიზანი:შესწავილი საკითხის გამოყენება პრაქტიკული ამოცანების ამოხსნისას
.
შედეგი: შეუძლიათ თეორიული
ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება.
ე, ი. ტრანსფერი.
მოსწავლეებს
ვაძლევ ამოცანას ამოსახსნელად: ერთი ან რამდენიმე მოსწავლე მუშაობს დაფასთან, ეხმარება
მთელი კლასი და ხსნიან ამოცანას.
აქტივობა#7 ნასწავლი საკითხების განმტკიცება (6წთ).
მიზანი: მოსწავლეებმა შეძლონ ნასწავლი
საკითხების გამტკიცება.
შედეგი: გამოვლინდეს ხარვეზები მომავალ გაკვეთილზე გამოსასწორებლად.
მოსწავლეებს ვურიგებ გასასვლელ
ბარათებს. (4წთ)
აქტივობა#8 გაკვეთილის შეჯამება, შეფასება და საშინაო დავალების მიცემა: (3 წთ)
გაკვეთილის ბოლოს
მისაღწევი შედეგი: მოსწავლეები თეორიულ
ცოდნას იყენებენ პრაქტიკული
ამოცანების ამოხსნისას და ვექტორის გამოყენებით
ამოცანებს ხსნიან ფიზიკაში.
|
|
პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა (ანალიტიკური)
კრიტერიუმი
|
არადამაკმაყოფილებელი
(1 ქულა)
|
დამაკმაყოფილებელი
(2 ქულა)
|
კარგი
(3 ქულა)
|
ძალიან კარგი
(4 ქულა)
|
მიზანთან შესაბამისობა
|
არ შეესაბამება მიზანს
|
ნაწილობრივ შეესაბამება მიზანს
|
მცირე ხარვეზით შეესაბამება მიზანს
|
ზუსტად შეესაბამება მიზანს
|
დროის ლიმიტი
|
არ იცავს დროის ლიმიტს
|
ნაწილობრივ იცავს დროსი ლიმიტს
|
უმეტესად იცავს დროის ლიმიტს
|
სრულად იცავს დროის ლიმიტს
|
პრეზენტაციის უნარი
|
არ აქვს პრეზენტაციის უნარი
|
ნაწილობრივ აქვს პრეზენტაციის უნარი
|
მცირე ხარვეზებით აქვს პრეზენტაციის უნარი
|
უშეცდომოდ აქვს პრეზენტაციის უნარი
|
საკლასო
დავალების შეფასების რუბრიკა
აქტივობები, რომელშიც ფასდება მოსწავლე
|
1-2 ქულა
|
3-4 ქულა
|
5-6 ქულა
|
7-8 ქულა
|
9-10 ქულა
|
საგაკვეთილო
პროცესში მოსწავლის აქტივობა, მოსმენის კულტურა, მობილიზება, ეთიკური ნორმების დაცვა
|
პასიურია,
არ არის ჩართული საგაკვეთილო პროცესში, არ
უსმენს მოსაუბრეს, არ იცავს ეთიკურ ნორმებს
|
საგაკვეთილო
პროცესში ნაწილობრივადაა ჩართული, უჭირს ყურადღების კონცენტრირება, ვერ იცავს ეთიკის
ნორმებს
|
გაკვეთილში
ჩართულია ნაწილობრივ, უჭირს ყურადღების კონცენტრირება.
იშვიათად უსმენს მოსაუბრეს, ვერ იცავს ეთიკის
ნორმებს
|
გაკვეთილზე
უმეტესად აქტიურია, მობილიზებულია, უსმენს მოსაუბრეს, იცავს ეთიკურ ნორმებს
|
გაკვეთილზე
აქტიურია, ყურადღებით უსმენს მოსაუბრეს, იცავს ეთიკურ ნორმებს
|
წაკითხული
ინფორმაციის შეჯამების უნარი, ჯგუფური მუშაობა, თანამშრომლობა
|
ვერ აჯამებს
წაკითხულ ინფორმაციას, ჯგუფური მუშაობისას პასიურია, არ თანამშრომლობს ჯგუფის წევრებთან
|
ნაწილობრივ
ახერხებს შეაჯამოს წაკითხული ინფორმაცია, ცდილობს ითანამშრომლოს ჯგუფის წევრებთან
|
ნაწილობრივ
ახერხებს შეაჯამოს წაკითხული ინფორმაცია, ზოგჯერ აკეთებს სწორ დასკვნებს და თანამშრომლობს
ჯგუფის წევრებთან
|
კარგად ახერხებს
შეაჯამოს წაკითხული ინფორმაცია, უმეტესად
აკეთებს სწორ დასკვნებს, თანამშრომლობს ჯგუფის
წევრებთან
|
კარგად აჯამებს
წაკითხულ ინფორმაციას, აკეთებს სწორ დასკვნებს, ჯგუფის მუშაობაში შეაქვს მნიშვნელოვანი
წვლილი, თანამშრომლობს ჯგუფის წევრებთან
|
დისკუსიაში
მონაწილეობა, კითხვების დასმა და პასუხი, კამათის წესების დაცვა
|
არ მონაწილეობს
დისკუსიაში, დასმული კითხვები არამიზნობრივია,
არ იცავს კამათის წესებს
|
არ მონაწილეობს
დისკუსიაში, დასმული კითხვები არამიზნობრივია და უშინაარსო, არ იცავს კამათის წესებს
|
მონაწილეობს
დისკუშიაში, დასმული კითხვები ზოგჯერ არამიზნობრივია და უშინაარსო, ცდილობს დაიცვას
კამათის წესები
|
მონაწილეობს
დისკუსიაში, დასმული კითხვები მიზნობრივი და შინაარსიანია, კითხვებზე პასუხობს დასაბუთებულად, იცავს კამათის წესებს
|
აქტიურად მონაწილეობს დისკუსიაში, დასმული კითხვები მიზნობრივი
და შინაარსიანია, კითხვებზე პასუხობს დასაბუთებულად
იცავს კამათის
წესებს
|
საკუთარი
მოსაზრების გამოთქმა ფაქტებსა და არგუმენტებზე დაყრდნობით, საკითხის კონკრეტულობა
|
ვერ აყალიბებს
საკუთარ მოსაზრებას ან უჭირს მათი გამყარება ფაქტებით და არგუმენტებით.
|
ნაწილობრივ
ახერხებს საკუთარი მოსაზრების არგუმენტირებას, საკითხის დასმისას ზოგადია და არაკონკრეტული
|
ნაწილობრივ
ახერხებს საკუთარი მოსაზრების არგუმენტირებას, მწირი ფაქტებით, ცდილობა გაამყაროს
არგუმენტებით
|
გამოთქვამს
საკუთარ მოსაზრებას და ამტკიცებს არგუმენტებით, საკითხის დასმისას კონკრეტულია
|
კარგად აყალიბებს
საკუთარ მოსაზრებას, ამყარებს არგუმენტებით, აკეთებს ანალიზს და მოჰყავს შესაბამისი
ფაქტები, საკითხის დასმისას კონკრეტულია
|
რეფლექსია
კვლევის შედეგებზე
დირექციის
წევრებს ინტენსიურად ვაძლევდი საჭირო ინფორმაციას კვლევის მიმდინარეობაზე და ვიღებდი
უკუკავშირს, იყო შენიშვნები რომელიც გათვალისწინებული იქნა, ასევე გამოცდილი კოლეგებისგან
ვიღებდით შენიშვნებს და მითითებებს გარკვეულ საკითხებზე.
კვლევის
დასრულების შემდეგ შედეგები გავუზიარეთ მასწავლებლებს და დირექციას.
პრობლემა
აქტუალური იყო ყველა მასწავლებლისთვის და ადმინისტრაციის წევრისთვის, საკვლევი საკითხი
ყველა მასწავლებელს თანაბრად ეხებოდა, რადგან სხვა საგნებშიც აქტუალურია მათემატიკის
გამოყენება, შესაბამისად მასწავლებლებიც დიდი ინტერესით კითხულობდნენ თითოეული აქტივობის
შედეგებს, გამოთქვამდენენ სურვილს დასწრებოდნენ გაკვეთილებზე და უკუკავშირის მიცემის დროს.
მოვაწყვეთ კოლეგებთან ორი შეხვედრა, პირველად გავაცანით
საკვლევი საკითხი და გეგმა, მოვისმინეთ მათი მოსაზრებები, შენიშვნებიდ და გავითვალისწინეთ
სანამ კვლევას დავიცყებდით, მეორე შეხვედრა კი მონაცემთა ანალიზის წარმოდგენის შემდეგ,
რის შედგენაშიც მონაწილეობა რამდენიმე მასწავლებელმა თავადაც მიიღო.მოვისმინეთ მათი
მოსაზრებები და წინადადებები შესაძლო ინტერვენციების განხორციელებაზე, შევჯერდით ძირითად
საკითხებზე, რამაც გააფართოვა და უფრო ნათლად დაგვანახა საჭირო ინტერვენციები და ვფიქრობთ,
რომ საჭირო შედეგზეც გაგვიყვანა.
რადგან ჩვენს სკოლაში პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა
პირველად ჩატარდა მასწავლებლების მიერ დიდი ინტერესი გამოიწვია საბოლოო შედგების გაცნობამ,
დაინტერესდნენ კვლევის გეგმით და აქტივობებით, რაც დეტალურად გავაცანით კოლეგებს შეხვედრის
დროს.
კოლეგებისგანაც მივიღეთ კონსტრუქციული უკუკავშირი
და აღნიშნეს რომ კვლევის შედეგების უფრო მდგრადობისათვის კარგი იქნებოდა:
Ø მასწავლებელებთან
უფრო ხშირად ჩატარებულიყო შეხვედრები (მაგ: თვეში ორჯერ მაინც)
Ø დაგეგმილიყო
რამდენიმე მასწავლებლის მიერ გაკვეთილიი და გაკვეთილის გეგმების შედგენის დროს ყოველთვის
გამოყოფილიყო რა მეთოდით და რა რესურსუთ ეწყობოდა ხელი მოსწავლეებში ტრანსფერის უნარის
განვითარებას
Ø მასწავლებლებს
გადაენაწილებიათ და შეექმნათ რესურსების ბანკი სხვადასხვა კლასისათვის
Ø შემაჯამებელ
სამუშაოებში აუცილებლად შედიოდეს ამოცანები, რომლებიც ხელს შეუწყობს მოსწავლეებში ტრანსფერის
უნარის განვითარებას
Ø სისტემატიური
ხასიათი მიეცეს ყველა კლასში პროექტებით სწავლებას
Ø სისტემატიურად
იქნას გამოყენებული ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები
აღნიშნულ რეკომენდაციებს გავითვალისწინებთ ჩვენს
მომავალ კვლევებში და ასევე გაითვალისწინებენ ჩვენი კოლეგები, რათა დაგეგმონ და ჩაატარონ
პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა წარმატებით და გავიდნენ საჭირო შედეგზე, რაშიც ჩვენი
მცირე გამოცდილებით შეძლებისდაგვარად დავეხმარებით თითოეულ მასწავლებელს.
მასწავლებლებმა აღნიშნეს რომ კვლევის ჩატარება არც
ისე მარტივია, მაგრამ კვლევის დაგეგმვა წარმართვა და შეფასება შეუძლია აწარმოოს ყველა
მასწავლებელმა, თუ რამე პრობლემა შეიქმნება დაეკითხოს გამოცდილ მასწავლებლებს ამ საკითხში.
ვფიქრობთ, რომ ამ პატარა კვლევით გამოჩნდა ის პრობლემა
რაც სავარაუდოდ თითქმის ყველა საგანმანათლებლო დაწესებულებას აქვს, სწორედ ასეთი კვლევა
არის არასასურველი ვითარების გაუმჯობესების რომელიც მასწავლებლებისთვის ახალია (ინოვაციურია),
მაგრამ როცა თავად დაგეგმავს და ჩაატარებს მასწავლებელი მიხვდება,რომ თურმე არც ისე
ძნელია.
კვლევის თითოეული მიგნება, აღმოჩენა, გამოვლენა
თუ პრაქტიკული მაგალითი გამოადგება თითოეულ მასწავლებელს, მოსწავლეს და სკოლას სასწავლო
პროცესის წარმართვის გაუმჯობესების მიზნით.
პედაგოგიური პრაქტიკული კვლევის მიმდინარეობა, შედეგები,
სურვილის შემთხვევაში შეიძლება გავუზიაროთ ასევე სხვა სკოლის მასწავლებლებს, მივცეთ
რეკომენდაციები რათა გავიდნენ სასურველ შედეგზე, მიღებულ შედეგს და საინტერესო მიგნებებს
გაგვიზიარებენ ჩვენც და მოგვეცემა სასწავლო პროცესში უფრო დიდი პრობლემის გამოვლენის
საშუალება და დაძლევის გზის რამდენიმე სხვადასხვა საშუალება, რომლიდანაც შეიძლება შეირჩეს
ერთი ყველაზე ოპტიმალური, რომელიც გაგვიყვანს საჭირო შედეგზე.
No comments:
Post a Comment